* "ბაიერნი" ზედიზედ მეოთხედ გაჩემპიონდა.
* კინგსლი კომანი 19 წლის ასაკში გახდა საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის ჩემპიონი.
* ხოსეპ გვარდიოლა გახდა პირველი უცხოელი მწვრთნელი, რომელმაც ბუნდესლიგა სამჯერ მოიგო.
* "შტუტგარტმა" ზედიზედ მეხუთე ტურში წააგო.
2:1 ინგოლშტადტში და მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონია. კიდევ ერთხელ. და ამ ჩემპიონობამ რეკორდმაისტერი რეკორდ-რეკორდმაისტერად გადააქცია. იმიტომ, რომ ეს განსაკუთრებული ჩემპიონობაა. ბავარიელებმა ზედიზედ მეოთხედ მოიპოვეს პირველობა, რაც ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.
საერთო ჯამში კი, "ბაიერნისთვის" ეს რიგით 26-ე ჩემპიონობა გახლავთ.
ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ სად იყო ლუდი? რატომ არ იწუწავეს ჩემპიონებმა ლუდით? "ბაიერნის" ფეხბურთელებმა საფინალო სასტვენის შემდეგ საჩემპიონო მაისურები გადაიცვეს (წარწერით 4EVER გერმანიის ჩემპიონები 2013, 2014, 2015, 2016), ცეკვავდნენ და ერთმანეთს პლასტმასის ბოთლებიდან წყალს ასხამდნენ. არანაირი ლუდის წვიმა.
არც ტრადიციული კადრები, როცა ფეხბურთელები მწვრთნელს ლუდით სავსე კათხებით მისდევენ ხოლმე და ბოლოს ერთ-ერთი მაინც მოახერხებს და თავზე გადაასხამს. ვერც ლუდით გაწეპილი კოსტიუმები ვნახეთ.
რატომ წყალი და არა ლუდი? საქმე ისაა, რომ მატჩი "ინგოლშტადტის" მოედანზე გაიმართა, ამ კლუბს კი სხვა ლუდი ასპონსორებს. "ინგოლშტადტის" სპონსორი "ჰერნბროი" გახლავთ, "ბაიერნისა" კი, მოგეხსენებათ, "პაულანერია". ჰოდა, "ინგოლშტადტის" სტადიონზე კონკურენტის ნახვა არავის სურდა...
თუმცა თავად ფეხბურთელები ამის გამო უკმაყოფილოები არ დარჩენილან. კითხვაზე, სადაა ლუდი, თომას მიულერმა ჟურნალისტს ასე უპასუხა: "არ არის და ნუ არის! დღეს საღამოს დავლევთ!"
საღამოს მართლაც მაგრად მოილხინეს - რესტორან "ზუდტიროლერ შტუბენში", სადაც "ბაიერნის" შეფ-მზარეულმა ალფონს შუბეკმა ჩემპიონებს განსაკუთრებული ვახშამი მოუმზადა. ვახშამზე იყო სპორტული დირექტორი მათიას ზამერიც, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ახლა უკვე კარგადაა. იყო ული ჰიონესიც.
რეკორდ-რეკორდმაისტერის თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ ეს ჩემპიონობა იუპ ჰაინკესს მიუძღვნა!
"მინდა, რომ ეს ტიტული იუპ ჰაინკესს მივუძღვნა! ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ის, რომ ეს გუნდი ჰაინკესისგან გადმოვიბარე. იუპს შეეძლო, ყოველ ინტერვიუში თავისი ჰეთ თრიკი ეხსენებინა, მაგრამ ამას არ აკეთებდა, რათა ჩემთვის არ ეწყენინებინა. მე ხომ ვერ შევძელი "ბაიერნთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება...
"ბაიერნს" უამრავი ლეგენდა ჰყავს, მაგრამ იუპ ჰაინკესი მათ შორის საუკეთესოა! იმედი მაქვს, რომ საჩემპიონო ზეიმზე ჩამოვა და ვნახავ. იუპ, ეს ტიტული შენ გეძღვნება!" - განაცხადა პეპმა, რომელიც, როგორც იცით, მიუნხენს ტოვებს და ინგლისში მიდის.
"შტუტგარტის" საქმე წასულია!
ბევრი გარისკა თუ ცოტა, "შტუტგარტის" დამრიგებლის, იურგენ კრამნის ქმედებებმა შედეგი არ გამოიღო. ბრემენში განცდილი კრახის (2:6) შემდეგ 44 წლის სპეციალისტმა "მაინცთან" მატჩისთვის ძირითად შემადგენლობაში 6 ფეხბურთელი შეცვალა, მცველები და მეკარეც კი გამოცვალა, მაგრამ შვაბები მაინც დამარცხდნენ (1:3). ეს კი, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ გუნდი, რომელიც 9 წლის წინ გერმანიის ჩემპიონი იყო, მეორე ბუნდესლიგაში ვარდება.
მატჩის შემდეგ შტუტგარტელი გულშემატკივრები მოედანზე შეიჭრნენ, ფეხბურთელებს მისდგნენ და მომხდარი ტრაგედიისთვის პასუხი მოსთხოვეს. იყო დიდი გაწევ-გამოწევა და ლანძღვა-გინება. კევინ გროსკროიტცი ცხარე ცრემლით ტიროდა და მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ გოლში მასაც მიუძღვის ბრალი, ფანები ყვიროდნენ, კევინის გარდა, ყველამ უნდა დატოვოს გუნდიო.
მოედანზე დაახლოებით 1000-მდე ფანი შეიჭრა - მათ სარეკლამო ბანერები გაანადგურეს.
თეორიულად შვაბთა გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ პრაქტიკულად, ეს ამბავი თითქმის, გამორიცხულია, რადგან "ვერდერი" და "აინტრახტი" ბოლო ტურში ერთმანეთს ხვდებიან, ბურთების შეფარდება კი "შტუტგარტს" ორივეზე უარესი აქვს.
თავად "შტუტგარტი" ბოლო ტურში "ვოლფსბურგს" სტუმრობს. ამრიგად, "შტუტგარტმა" უნდა მოიგოს და პარალელურად, ან "ვერდერი" უნდა დამარცხდეს "აინტრახტთან", ანაც "ვერდერმა" უნდა მოიგოს და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით...
აქვე ვთქვათ, რომ "შტუტგარტი" ასე ძალიან "დარმშტადტის" მოულოდნელმა გამარჯვებამ გაწირა. ამ გუნდმა ბერლინში "ჰერტას" დამარცხება შეძლო და გადარჩენილია.
"ჰერტა" საერთოდ ცალკე სასაუბრო თემაა - ბერლინელებმა თვალსა და ხელს შუა დაკარგეს ჩემპიონთა ლიგის საგზური, რადგან მეოთხე მატჩი წააგეს.
სხვათა შორის, 33-ე ტურმა მეოთხე ადგილზე გასული გუნდიც გაარკვია - "ბაიერნთან", "დორტმუნთან" და "ლევერკუზენთან" ერთად მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში "გლადბახი" ითამაშებს.
ბუნდესლიგა. XXXIII ტური
7 მაისი
შალკე-აუგსბურგი 1:1
გოლები: 1:0 ჰუნტელაარი (82), 1:1 ბაიერი (89)
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - ჰიოვედესი (71. ჟუნიორ კაისარა), ჯ. მატიპი, ნოიშტედტერი, კოლაშინაცი - გორეტცკა, ჰოიბერგი (76. შიოპფი) - ლ. სანე, მ. მაიერი (83. გაისი), ჩუპო-მოტინგი - ჰუნტელაარი.
აუგსბურგი (3-4-3): ჰიტცი - გუველეუვი, ჰონგი, იანკერი (86. ჟი) - კორი (70. სტაფილიდისი), კოო (32. ბობადილია), ბაიერი, მაქსი - ფინბოგასონი, ჰალილ ალთინთოფი, კაიუბი.
გაფრთხილება: გორეტცკა - ბაიერი, ფინბოგასონი, გუველეუვი, კაიუბი, სტაფილიდისი
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 10-17; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 20(5)-5(2); ბურთის ფლობა: 69%-31%.
მაყურებელი: 62 271
გლადბახი-ლევერკუზენი 2:1
გოლები: 0:1 არანგისი (20), 1:1 ჰანი (43), 2:1 ჰანი (79)
გლადბახი (3-4-1-2): ზომერი - ელვედი, ა. კრისტენსენი, ნორდტვეიტი - ტრაორე (81. ჰერმანი), დაჰუდი (77. აზარი), ჯაკა, ვენდტი - შტინდლი - ჰანი, რაფაელი (87. შტრანცლი).
ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - ლ. ბენდერი, რამალიო, თოფრაქი (84. ფრეი), ჰენრიხსი - არანგისი, კრამერი (46. იედვაი) - კრუსი, ჩალჰანოღლუ (81. მეჰმედი) - კისლინგი, ჩიჩარიტო.
გაფრთხილება: ვენდტი, ტრაორე - ლ. ბენდერი, იედვაი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 16-9; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 14(6)-17(8); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 54 010
ჰამბურგი-ვოლფსბურგი 0:1
გოლი: 0:1 ლუის გუსტავო (73)
ჰამბურგი (4-2-3-1): დრობნი - გ. საკაი, ჯურუ, სპაჰიჩი, ოსტჟოლეკი - კაჩარი, ჰოლტბი (84. კლებერი) - გრეგორიჩი (74. ბაჰუი), ჰანტი, ილიჩევიჩი - ლასოგა (64. ოლიჩი).
ვოლფსბურგი (4-2-3-1): კასტეელსი - ტრეში (55. დ. კალიჯური), ნალდო, დანტე, მ. შეფერი (78. გილავოგი) - სეგუინი, ლუის გუსტავო - ვიეირინია, არნოლდი, შიურლე - კრუზე (90. დოსტი).
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 5-4; ჯარიმა: 18-10; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 5(0)-11(6); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 57 000
შტუტგარტი-მაინცი 1:3
გოლები: 1:0 გენტნერი (6), 1:1 მალი (37), 1:2 კორდობა (53), 1:3 ონისივო (77)
შტუტგარტი (4-1-4-1): ლანგერაკი - გროსკროიტცი, სუნჯიჩი, ბაუმგარტლი, ჰაიზე - შვააბი (72. ტაშჩი) - რუპი, გენტნერი (59. ვერნერი), მაქსიმი, კოსტიჩი - დიდავი.
მაინცი (4-2-3-1): კარიუსი - დონატი, ბელი, ბუნგერტი, ბუსმანი - ბაუმგარტლინგერი, ფ. ფრაი - კლემენსი (80. ჟაირო), მალი (82. სერდარი), ონისივო - კორდობა (90. ბენგტსონი).
გაფრთხილება: დიდავი, სუნჯიჩი, ბაუმგარტლი - ბუნგერტი, ბაუმგარტლინგერი
კუთხური: 6-9; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 8(3)-19(11); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 60 000
აინტრახტი-დორტმუნდი 1:0
გოლი: 1:0 აიგნერი (14)
აინტრახტი (5-4-1): ჰრადეცკი - რეგეზელი, რუსი, აბრაამი, ოჩიპკა, ჯაპკა - აიგნერი (84. შტენდერა), ჰასებე, ჰუსტი, ბენ-ჰატირა (59. ჩანდლერი) - კასტაინოსი (77. ვალდშმიდტი).
დორტმუნდი (4-1-4-1): ბიურკი - დურმი (46. სოკრატისი), ს. ბენდერი, ჰუმელსი (65. პულიშიჩი), შმელცერი - შაჰინი - ობამეიანგი (65. კასტრო), მხითარიანი, კაგავა, როისი - რამოსი.
გაფრთხილება: ჰუსტი, ჩანდლერი, ჯაპკა, აიგნერი, შტენდერა - ობამეიანგი, მხითარიანი, შმელცერი
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 20-12; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 6(4)-13(2); ბურთის ფლობა: 16%-84%.
მაყურებელი: 51 500
კიოლნი-ვერდერი 0:0
კიოლნი (4-2-3-1): ჰორნი - სიორენსენი, მარო, მავრაი, ჰაინტცი - გერჰარდტი (46. ფოგტი), ჰექტორი - რისსე, ბიტენკური (75. ჰარტელი), ცოლერი (46. ოსაკო) - მოდესტე.
ვერდერი (4-1-4-1): ვიდვალდი - გებრე სელასიე, ვესტერგაარდი, ჯილობოჯი, ს. გარსია (84. შტერნბერგი) - გრილიჩი - იოზთუნალი (75. უჯა), ფრიტცი, იუნუზოვიჩი, ბარტელსი - პისარო (93. მ. ეგეშტაინი).
გაფრთხილება: მარო, ჰექტორი, სიორენსენი - გრილიჩი, ბარტელსი
კუთხური: 8-7; ჯარიმა: 20-20; თამაშგარე: 7-1; კარში დარტყმა: 9(4)-13(1); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 50 000
ჰანოვერი-ჰოფენჰაიმი 1:0
გოლი: 1:0 კიოტაკე (28)
ჰანოვერი (4-2-3-1): ცილერი - არკენბერგი, ანტონი, ს. სანე, ალბორნოსი - შმიდებახი, ფოსუმი - სარენრენი, კიოტაკე (63. პრიბი), კლაუსი (82. კ. შულცი) - ა. ზობიეხი (76. სალაი).
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): ბაუმანი - კადერაბეკი, ზიულე, ბიჩაქჩიჩი, ტოლიანი - რუდი (69. ოხსი), პოლანსკი (53. შვეგლერი) - უთი (46. კურანი), ამირი, ფოლანდი - კრამარიჩი.
გაფრთხილება: ს. სანე, ანტონი, პრიბი - პოლანსკი, ფოლანდი
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 20-20; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 15(4)-15(4); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 38 096
ჰერტა-დარმშტადტი 1:2
გოლები: 1:0 დარიდა (14), 1:1 გონდორფი (24), 1:2 ვაგნერი (83)
ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - ვაიზერი, შტარკი, ბრუკსი, მიტელშტედტი - ლუსტენბერგერი (64. ბაუმიოჰანი), სკიელბრედი - ჰარაგუჩი (73. შიბერი), დარიდა (84. შტოკერი), კალუ - იბიშევიჩი.
დარმშტადტი (4-2-3-1): მათენია - გარიჩი, ზულუ, კალდიროლა, ჰოლანდი - ნიმაიერი, გონდორფი - ჰელერი (89. გორკა), ვრანჩიჩი (50. კემპე), რაუში (77. პლატე) - ვაგნერი.
გაძევება: ვაგნერი (88. დარმშტადტი)
გაფრთხილება: იბიშევიჩი, სკიელბრედი, იარშტაინი - გონდორფი
კუთხური: 10-1; ჯარიმა: 18-22; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 17(4)-7(3); ბურთის ფლობა: 78%-22%.
მაყურებელი: 60 280
ინგოლშტადტი-ბაიერნი 1:2
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (15-პენ), 0:2 ლევანდოვსკი (32), 1:2 ჰარტმანი (42-პენ)
ინგოლშტადტი (4-1-2-3): იოზჩანი - და კოშტა, მ. მატიპი, ბ. ჰიუბნერი, სუტნერი - როჯერი - პ. გროსი, კოენი (63. მორალესი) - ჰარტმანი (76. ჰინტერზეერი), ლესკანო (82. ლექსი), ლეკიე.
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, ხავი მარტინესი, კიმიხი, ალაბა - ჩაბი ალონსო (46. ბენატია) - დუგლას კოშტა, თ. მიულერი, ტიაგო ალკანტარა (89. როდე), რიბერი (57. რაფინია) - ლევანდოვსკი.
გაფრთხილება: ლექსი, ლეკიე - ბენატია, თ. მიულერი, ლევანდოვსკი
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 16(4)-12(6); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 15 617
ბომბარდირები:
29 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 25 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 20 - თომას მიულერი (ბაიერნი); 17 - ჩიჩარიტო (ლევერკუზენი).
ბოლო ტური
14 მაისი:
ბაიერნი-ჰანოვერი, დორტმუნდი-კიოლნი, ლევერკუზენი-ინგოლშტადტი, ვოლფსბურგი-შტუტგარტი, აუგსბურგი-ჰამბურგი, ვერდერი-აინტრახტი, ჰოფენჰაიმი-შალკე, მაინცი-ჰერტა, დარმშტადტი-გლადბახი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"