მატს ჰუმელსი: მშობლიურ ქალაქში დაბრუნებამდე ერთი საერთო მიზანი გვაქვს

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიის" გერმანელი მცველი მატს ჰუმელსი მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდა.

ინფორმაციას ამის შესახებ დორტმუნდელთა ოფიციალური საიტი ავრცელებს.

ჰუმელსი "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად 1-ლი ივნისიდან გახდება. მიუნხენელებთან მცველმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"დორტმუნდის" დატოვების გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ, რაც აქ 8.5 წელი გავატარე, ჩემთვის იოლი არ იყო.

ყოველთვის ვამაყობდი და ახლაც ვამაყობ, რომ "დორტმუნდის" მაისურს ვატარებდი.

ჩემ დაბრუნებამდე მშობლიურ ქალაქში, ერთი საერთო მიზანი გვაქვს, დორტმუნდში გერმანიის თასი ჩავიტანოთ და გულშემატკივრებთან ვიზეიმოთ.

ამისთვის 100 პროცენტით დავიხარჯები, ისევე, როგორც ჩემი თანაგუნდელები. მთელი გულით ვუხდი მადლობას თანაგუნდელებს,
კლუბის თანამშრომლებს და გულშემატკივრებს იმ საოცარი პერიოდისთვის, რაც "დორტმუნდში" გავატარე", - თქვა ჰუმელსმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ 2008 წელს ჰუმელსი "ბორუსიაში" სწორედ "ბაიერნიდან" გადაბარგდა.

"დორტმუნდთან" ერთად 27 წლის მცველმა ბუნდესლიგის ორი ტიტული მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული