ლევანდოვსკის მიუნხენელებთან მოქმედი კონტრაქტი 2019 წელს ეწურება და როგორც Bild-ი იტყობინება, "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ პოლონელს ახალი 2-წლიანი კონტრაქტი უკვე შესთავაზა.
ახალი კონტრაქტის თანახმად, ფეხბურთელი ხელფასის სახით წელიწადში 15 მილიონ ევროს მიიღებს. ამჟამად, ლევანდოვსკის ხელფასი წელიწადში 9 მილიონ ევროს შეადგენს.