Bild-ის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელმა შესაძლოა 4 თვე გამოტოვოს. პირველი 6 კვირა როისისთვის ყველანაირი ვარჯიში აკრძალულია.
აქედან გამომდინარე, როისმა შესაძლოა ბუნდესლიგის სტარტიც კი გამოტოვოს.
"მარკისთვის ეს ძალიან არასასიამოვნო სიტუაციაა, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მან 2014 წლის მუნდიალი გამოტოვა. იმედია, როისი ბოლომდე გამოჯანმრთელდება", - თქვა "ბორუსიის" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა.