მარკო როისმა შესაძლოა ბუნდესლიგის სტარტი გამოტოვოს

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიის" ნახევარმცველს, მარკო როისს შესაძლოა ტრავმის შემდგომი აღდგენითი პროცესი გაუხანგრძლივდეს.

Bild-ის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელმა შესაძლოა 4 თვე გამოტოვოს. პირველი 6 კვირა როისისთვის ყველანაირი ვარჯიში აკრძალულია.

აქედან გამომდინარე, როისმა შესაძლოა ბუნდესლიგის სტარტიც კი გამოტოვოს.

"მარკისთვის ეს ძალიან არასასიამოვნო სიტუაციაა, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მან 2014 წლის მუნდიალი გამოტოვა. იმედია, როისი ბოლომდე გამოჯანმრთელდება", - თქვა "ბორუსიის" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული