ამის შესახებ პორტალი Sport1.de იუწყება, რომლის ცნობით, საფეხბურთო კლუბი სამხედრო კონცერნ Rheinmetall-თან ელექტრომაგნიტური იარაღის შეძენაზე თათბირობს, რომლის მეშვეობით უპილოტოს მწყობრიდან გამოყვანა დისტანციურადაა შესაძლებელი.
"საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მასობრივი ღონისძიებების დროს საკუთარ მოვალეობებს საკმაოდ კეთილსინდისიერად ვასრულებთ", - განაცხადა კლუბის წარმომადგენელმა.
მიუნხენში აღნიშნავენ, რომ უპილოტო აპარატების გამოყენებით ბოროტმოქმედებს ათასგვარი ქმედების განხორციელება შეუძლიათ, დაწყებული საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევით, ტერორისტული აქტით