Bild-ის ინფორმაციით, ფეხბურთელმა გუნდიდან წასვლის სურვილი თავად გამოთქვა, "ბაიერნი" კი ხელს არ შეუშლის, თუმცა არც დორტმუნდის "ბორუსიაში" გაუშვებს, რომელსაც მისი დაბრუნება სურს. ხელმძღვანელობამ ფეხბურთელს სხვა გუნდის მოძებნა სთხოვა, რამდენადაც კონკურენტი გუნდის გაძლიერებას არ აპირებს.
"ბორუსიის" გარდა გერმანელი ნახევარმცველით ასევე ლონდონური "ტოტენჰემი" ინტერესდება.