რეკორდმაისტერმა "ვერდერს" მარტივად გადაურბინა, ტაბლოზე 6:0 აანთო და სატურნირო ცხრილს პირველივე ტურის შემდეგ სათავეში ჩაუდგა.
"ის ფაქტი, რომ პირველივე ტურში ასე კარგად ვითამაშეთ და დიდი ანგარიშით მოვიგეთ, ვფიქრობ, დროული მესიჯია ჩვენი კონკურენტებისთვის. "ბაიერნი" კვლავ უძლიერესია", - ეს მანუელ
მიუნხენელთა პოლონელმა გოლეადორმა რობერტ ლევანდოვსკიმ პირველსავე ტურში ჰეთ-თრიკი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში თავიდანვე დაწინაურდა. შესანიშნავი იყო თომას მიულერიც, რომლის ანგარიშზე სამი საგოლე გადაცემაა. გარდა ამისა, ჩაბი ალონსომ საოცნებო გოლი გაიტანა და თვით ფილიპ ლამიც არ დარჩა უგოლოდ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მიუნხენელებმა თავიანთი თამაშით დიდად ისიამოვნეს - სწორედ ამას გაუსვა ხაზი ექსბაიერნელმა მეჰმეთ შოლმა მატჩისშემდგომი ანალიზის დროს.
"ბაიერნის" ფეხბურთელებს თამაში ძალიან სიამოვნებდათ და სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ანჩელოტიმ მათ შეუხსნა ის ჯაჭვები, რითაც გვარდიოლას ჰყავდა დაბმული. მე ეს ძალიან მომეწონა", - აღნიშნა შოლმა.
შოლი, პირველ რიგში, ტაქტიკურ შეზღუდვას გულისხმობდა. ტაქტიკური თვალსაზრისით, გვარდიოლას მართლაც თითქოს დაბმული ჰყავდა ფეხბურთელები. ახლა კი, ნაცვლად ბურთის მუდმივი ფლობისა და ძირითადად მეტოქის ნახევარზე კომბინირებისა, "ბაიერნის" ფეხბურთელები ხანდახან უკანაც იხევდნენ, მეტოქეს თავიანთ ნახევარზე იტყუებდნენ და მერე უსწრაფეს იერიშებზე გადადიოდნენ.
"მომეწონა, რომ ხანდახან მეტოქესაც მივეცით ბურთის გაგორების საშუალება და ჩვენს ნახევარზე ვუშვებდით, რათა მერე, სწრაფი იერიშის დროს წინ მეტი სივრცეები გვქონოდა", - ამბობდა ნოიერი.
"ჩვენ, ფაქტობრივად, იგივე გუნდი ვართ, რაც წინა სეზონში, მაგრამ მწვრთნელმა სიახლეები შემოიტანა. აბსოლუტური დომინანტები ვიყავით, შეცდომები პრაქტიკულად არ დაგვიშვია. კარლო ანჩელოტი შესანიშნავი მწვრთნელია და მის ხელში ფეხბურთის თამაში ძალიან გვსიამოვნებს", - ასე შეაფასა "ვერდერთან" თამაში თომას მიულერმა.
"დიახ, ეს სიმართლეა. მოედანზე ბევრი თავისუფლება გვაქვს", - ეს კი მატს ჰუმელსის სიტყვებია.
და რა თქვა თვითონ ანჩელოტიმ? კარლო: "მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან კარგად ვითამაშეთ. გახარებული და ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი. საერთო ჯამში კი, მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან კარგად, კრეატიულად ვუტევდით, კომბინაციებსაც ვათამაშებდით და შეტევაში ბევრი მოთამაშე იყო ჩართული!" მატჩისშემდგომ ინტერვიუში ანჩელოტიმ ისიც თქვა, რომ ფილიპ ლამის თამაშითა და გოლით უაღრესად კმაყოფილია - კაპიტანი ჩემგან საჩუქრად, პრემიის სახით, საუკეთესო შამპანურს მიიღებსო.
შამპანური, როგორც პრემია? "ბაიერნში" ესეც სიახლეა. იტალიური სიახლე.
ლევანდოვსკი-ობამეიანგი 3:2
მთლად ასე შთამბეჭდავად არა, მაგრამ სეზონი დორტმუნდის "ბორუსიამაც" გამარჯვებით დაიწყო - "ბაიერნის" უმთავრესმა კონკურენტმა "მაინცი" 2:1 დაამარცხა. დღეს დორტმუნდელთა თავკაცი თომას ტუხელი 43 წლის გახდა და ბუნდესლიგის სამი ქულით დაწყება მისთვის ალბათ საუკეთესო საჩუქარი იყო. ყოფილი კლუბის (ტუხელი 2008-დან 2014 წლამდე სწორედ "მაინცს" ავარჯიშებდა) გამარჯვება კი, პირველ რიგში, პიერ-ემერიკ ობამეიანგის დამსახურებაა, რომელმაც სეზონი დუბლით დაიწყო და უკვე ფეხდაფეხ მისდევს ლევანდოვსკის.შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკი და ობამეიანგი წინა სეზონის მთავარი გოლეადორები არიან და როდესაც პოლონელმა პარასკევს "ვერდერს" სამი გოლი გაუტანა, დორტმუნდელმა მას "ტვიტერზე" დაუწერა, ჰეთ-თრიკს გილოცავ, მაგრამ იცოდე, მეც მოგყვებიო. თქვა და აასრულა კიდეც - ერთი ასევე ექსმაინცელი ანდრე შიურლეს პასით გაიტანა, მეორე კი - თერთმეტმეტრიანით. ობამეიანგის დუბლს "ბაიერნის" პოლონელი ბომბარდირიც გამოეხმაურა: "ლევანდოვსკი-ობამეიანგი 3:2" - დაწერა რობერტმა "ტვიტერზე".
მართალია, დორტმუნდელებმა მხოლოდ 2:1 მოიგეს, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ბაიერნის" ნომერ პირველი კონკურენტი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კვლავ "ბორუსია" უნდა იყოს. ახალწვეულებმა: ბარტრამ, შიურლემ, როდემ და დემბელემ ძალიან კარგად ითამაშეს! "ბაიერნიდან" დაბრუნებული მარიო გიოტცე ამჯერად ტრიბუნაზე იჯდა - ტუხელის თქმით, სუპერმარიო ჯერ არაა საუკეთესო ფორმაში. მოედანზე კი, შიურლესთან და ობამეიანგთან ერთად, საუკეთესო იყო 19 წლის დემბელე - "რენიდან" 15 მილიონად შეძენილმა ფეხბურთელმა მაინცელებს ძალიან ბევრი თავსატეხი გაუჩინა.
სხვა მხრივ, ბუნდესლიგის პირველ ტურში საინტერესო იყო "ვოლფსბურგის" გამარჯვება აუგსბურგში (2:0) და "გლადბახის" მოგება "ლევერკუზენთან" (2:1). "შალკე" მოულოდნელად დამარცხდა "აინტრახტთან", ეიფორიაში მყოფმა "ჰამბურგმა" კი საკუთარ მოედანზე "ინგოლშტადტს" ვერ მოუგო (1:1).
ბუნდესლიგა. I ტური
26 აგვისტო
ბაიერნი-ვერდერი 6:0
გოლები: 1:0 ჩაბი ალონსო (9), 2:0 ლევანდოვსკი (13), 3:0 ლევანდოვსკი (46), 4:0 ლამი (66), 5:0 რიბერი (73), 6:0 ლევანდოვსკი (77-პენ)
ბაიერნი (4-1-2-2-1): ნოიერი - ლამი (74. რაფინია), ხავი მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა (78. ბერნატი) - ჩაბი ალონსო (64. კიმიხი) - ტიაგო ალკანტარა, ვიდალი - თ. მიულერი, რიბერი - ლევანდოვსკი.
ვერდერი (4-1-4-1): ვიდვალდი - გებრე სელასიე, ლ. სანე, დიანიე, კალდიროლა - გრილიჩი (74. მ. ეგშტაინი) - ს. იატაბარე, ფრიტცი, ბაუერი, ბარტელსი (88. თაი) - იუჰანსონი (63. შტერნბერგი).
გაფრთხილება: შტერნბერგი
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 7-8; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 27(14)-4(2); ბურთის ფლობა: 71%-29%.
მაყურებელი: 75 000
27 აგვისტო
აინტრახტი-შალკე 1:0
გოლი: 1:0 ა. მაიერი (13)
აინტრახტი (4-1-2-1-2): ჰრადეჩკი - ვარელა, ჰექტორი, აბრაამი, ოჩიპკა - ჰასებე - ჰუსტი (56. ჩანდლერი), მასკარელი - გაჩინოვიჩი (90. სეფეროვიჩი) - ა. მაიერი, ჰრგოტა (81. ვალეხო).
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - ჟუნიორ კაისარა, ნალდო, ჰიოვედესი, კოლაშინაცი (62. ბაბა) - აოგო (74. ბენტალები), გაისი - დი სანტო (46. ემბოლო), მ. მაიერი, ჩუპო-მოტინგი - ჰუნტელაარი.
68-ე წუთზე მაიერმა (აინტრახტი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გაძევება: ჰექტორი (79. აინტრახტი)
გაფრთხილება: ვარელა, მასკარელი - ჟუნიორ კაისარა, გაისი
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 11-15; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 11(4)-11(3); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 47 000
აუგსბურგი-ვოლფსბურგი 0:2
გოლები: 0:1 დიდავი (35), 0:2 როდრიგესი (89)
აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ვერჰეგი, გუველეუვი, იანკერი, სტაფილიდისი - კორი (84. ჰალილ ალთინთოფი), ბაიერი - ბობადილია, კოო (82. უსამი), კაიუბი - ფინბოგასონი (63. ჟი).
ვოლფსბურგი (4-2-3-1): კასტეელსი - ბლაშჩიკოვსკი, კნოხე, ბრუმა, როდრიგესი - ლუის გუსტავო, გერჰარდტი (60. არნოლდი) - დრაქსლერი, დიდავი (71. ტრეში), დ. კალიჯური - დოსტი (81. ბრუნო ენრიკე).
გაფრთხილება: კორი - გერჰარდტი, ბრუმა
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 13(2)-12(6); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 26 172
ჰამბურგი-ინგოლშტადტი 1:1
გოლები: 1:0 ვუდი (30), 1:1 ჰინტერზეერი (79)
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - გ. საკაი, კლებერი, ჯურუ, ოსტჟოლეკი - იუნგი (66. დიკმაიერი), ჰანტი - ნ. მიულერი (66. ჰალილოვიჩი), გრეგორიჩი (67. ლასოგა), კოსტიჩი - ვუდი.
ინგოლშტადტი (4-1-2-3): ნილანდი - ლეველსი, მ. მატიპი, ბრეგერიე, ზუტნერი - როჯერი - პ. გროსი, მორალესი (81. კოენი) - ჰარტმანი (66. ჰინტერზეერი), ლესკანო (91. ლექსი), ლეკიე.
გაფრთხილება: გ. საკაი, ჯურუ - ზუტნერი, მორალესი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 8(1)-13(5); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 50 107
კიოლნი-დარმშტადტი 2:0
გოლები: 1:0 რისსე (11), 2:0 მოდესტე (61)
კიოლნი (4-2-2-2): ჰორნი - სიორენსენი, მარო, მავრაი, ჰექტორი - მ. ლემანი, ჰიოგერი - რისსე, ბიტენკური (74. ცოლერი) - რუდნევსი (69. ოსაკო), მოდესტე (86. იოიჩი).
დარმშტადტი (4-4-1-1): ესერი - ფედეცკი (57. სირიგუ), მილოშევიჩი, ჰიონი, ჰოლანდი - კლაინჰაისლერი (85. ოლიინიკი), გონდორფი, ვრანჩიჩი, ჰელერი - ბენ-ჰატირა (69. იუნგვირთი) - შიპლოკი.
გაფრთხილება: მარო, ბიტენკური, ცოლერი - ფედეცკი, ჰოლანდი, ჰიონი
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 11-15; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 21(8)-12(3); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 50 000
დორტმუნდი-მაინცი 2:1
გოლები: 1:0 ობამეიანგი (17), 2:0 ობამეიანგი (89-პენ), 2:1 მუტო (92)
დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - პასლაკი (76. პიშჩეკი), სოკრატისი, ბარტრა, შმელცერი - კასტრო (59. ვაიგლი), როდე (86. გერეირო) - დემბელე, კაგავა, შიურლე - ობამეიანგი.
მაინცი (4-1-4-1): ლიოსლი - დონატი, ბელი, ბალოგუნი, ბროზინსკი - გბამინი - კლემენსი (81. მუტო), ფ. ფრაი, სერდარი (71. იოზთუნალი), ონისივო - მალი (86. დე ბლასისი).
გაფრთხილება: ბროზინსკი, სერდარი, ონისივო
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 3-20; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 17(8)-12(4); ბურთის ფლობა: 74%-26%.
მაყურებელი: 81 360
გლადბახი-ლევერკუზენი 2:1
გოლები: 1:0 ჰანი (45+1), 1:1 პოჰიანპალო (79), 2:1 შტინდლი (85)
გლადბახი (3-4-1-2): ზომერი - ელვედი, ა. კრისტენსენი, იანჩკე (46. ვესტერგაარდი) - ტრაორე (61. ფ. ჯონსონი), შტრობლი, კრამერი, ვენდტი - შტინდლი - ჰანი (84. აზარი), რაფაელი.
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - იედვაი, თაა, თოფრაქი, ვენდელი - არაგუნისი (78. პოჰიანპალო), ბაუმგარტლინგერი - ბელარაბი, ჩალჰანოღლუ (64. მეჰმედი), კამპლი - ფოლანდი (64. ბრანდტი).
გაფრთხილება: კრამერი, შტინდლი, შტრობლი - თოფრაქი, ბელარაბი, ვენდელი
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 14(9)-12(6); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 52 182
28 აგვისტო
ჰერტა-ფრაიბურგი 2:1
გოლები: 1:0 დარიდა (62), 1:1 ჰიოფლერი (93), 2:1 შიბერი (95)
ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - პეკარიკი, ს. ლანგკამპი, ბრუკსი, პლატენჰარდტი - ლუსტენბერგერი, სკიელბრედი - ვაიზერი (77. ესვაინი), დარიდა (90. ჰეგელერი), ჰარაგუჩი - იბიშევიჩი (85. შიბერი).
ფრაიბურგი (3-2-1-2-2): შვოლოვი - გულდე, ჰიოფლერი, სოიუნჩუ - იგნიოვსკი (66. ო. ბულუთი), გიუნტერი - აბრაში - ჰაბერერი (66. პეტერსენი), გრიფო - ნიდერლეხნერი, ფილიპი.
გაფრთხილება: გულდე, ნიდერლეხნერი, ჰიოფლერი
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 10-10; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 15(5)-8(2); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 41 648
ჰოფენჰაიმი-ლაიპციგი 2:2
გოლები: 1:0 რუპი (55), 1:1 დ. კაიზერი (58), 2:1 უთი (83), 2:2 ზაბიტცერი (90)
ჰოფენჰაიმი (4-1-2-2-1): ბაუმანი - კადერაბეკი, შერი, ზიულე, ოხსი - ფოგტი (46. შვეგლერი) - რუდი, რუპი (65. ამირი) - უთი, კრამარიჩი (79. ტერაცინო) - ვაგნერი.
ლაიპციგი (4-2-2-2): გულასი - შმიტცი, ორბანი, კომპერი (63. ფორსბერგი), ჰალსტენბერგი - დემე, ილსანკერი - დ. კაიზერი, ზაბიტცერი - ი. პოულსენი (82. ზელკე), ვერნერი (86. ბრუნო).
გაფრთხილება: ფოგტი, შერი - ორბანი, კომპერი, ილსანკერი, დემე
კუთხური: 2-9; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 11(5)-23(9); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 24 188
ბომბარდირები: 3 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 2 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი).
მომდევნო ტური
9 სექტემბერი.
შალკე-ბაიერნი
10 სექტემბერი.
ლევერკუზენი-ჰამბურგი, ვოლფსბურგი-კიოლნი, ინგოლშტადტი-ჰერტა, დარმშტადტი-აინტრახტი, ფრაიბურგი-გლადბახი, ლაიპციგი-დორტმუნდი
11 სექტემბერი.
ვერდერი-აუგსბურგი, მაინცი-ჰოფენჰაიმი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"