მწვრთნელის მიწვევით, გუნდის ფეხბურთელებთან კვირაში ორჯერ მედიტაციის ცნობილი გერმანელი სპეციალისტი ულრიხ ბაუჰოფერი იმუშავებს. ამასთან, ბაუჰოფერი არატრადიციული მედიცინის სისტემა აიურვედას (ინდური ხალხური მედიცინის სისტემა) სპეციალისტიცაა და არის ავტორი წიგნისა: "ცხოვრების ბალანსი. როგორ ვმართოთ ენერგია სტრესის პირობებში".
რაც შეეხება დორტმუნდის "ბორუსიაში" ბაუჰოფერის მისიას, სპეციალისტი მოთამაშეებს მოდუნების, დაძაბულობის მოხსნისა და შემოქმედებითი ენერგიის მოზიდვის ხელოვნებას შეასწავლის.