10:35 10-09-2016
ბუნდესლიგა. II ტური: "ბაიერნმა" "შალკე" ბოლო ათ წუთში გატეხა [VIDEO]
AutoSharing Option
"ფელტინს არენაზე" პირველი გოლი მხოლოდ 81-ე წუთზე გავიდა. მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ გასულმა რობერტ ლევანდოვსკიმ შანსი გამოიყენა და ანგარიში გახსნა. მიუნხენელებმა საბოლოო ანგარიში 92-ე წუთზე, ჯოშუა კიმიხის გოლით დააფიქსირეს.
კარლო ანჩელოტის გუნდი ორ მატჩში მოპოვებული ორი გამარჯვებითა და 6 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს, "შალკე" კი, რომელსაც ჯერ ქულა არ მოუპოვებია, ცხრილის ფსკერზეა.
ბუნდესლიგის II ტურის დანარჩენი შეხვედრები დღეს და ხვალ გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული