ბუნდესლიგა. III ტური: "ბაიერნმა" პირველად გაუშვა, მაგრამ მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
17 სექტემბერს გერმანიის ბუნდესლიგის მე-3 ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

მიუნხენის "ბაიერნმა" კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით მე-6 მატჩი მოიგო, მაგრამ გოლი პირველად გაუშვა, მე-8 წუთზე "ინგოლშტადტი" დარიო ლესკანომ დააწინაურა. ამის მერე რობერტ ლევანდოვსკიმ, ჩაბი ალონსომ და რაფინიამ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენეს - 3:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კარლო ანჩელოტი (ბაიერნი): "დღეს მძიმე მატჩი გვქონდა. გვაკლდა ბევრი წამყვანი მოთამაშე, მეტოქემაც კარგად ითამაშა. "ინგოლშტადტი" პრესინგს და გრძელ გადაცემებს კარგად იყენებდა. ჰაერში მეტოქე უკეთესია და ამიტომ ცოტა გაგვიჭირდა. როცა კარგად ვერ თამაშობ, სხვა ნიჭი უნდა გამოავლინო, დღეს
ჩემმა გუნდმა ეს შეძლო და მოიგო".

"ლევერკუზენი" სტუმრად "აინტრახტთან" 1:2 დამარცხდა. გამარჯვებულთა რიგებში თავი ალექსანდერ მაიერმა და მარკო ფაბიანმა გამოიჩინეს, სტუმრებში - ჩიჩარიტომ.

"დორტმუნდმა", როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, 6:0 იმარჯვა, მსხვერპლი ამჯერად, "დარმშტადტი" იყო. დუბლი შეასრულა გონსალო კასტრომ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შაბათი. 17 სექტემბერი
ბაიერნი-ინგოლშტადტი 3:1
გოლები: 0:1 ლესკანო (8), 1:1 ლევანდოვსკი (12), 2:1 ჩაბი ალონსო (50), 3:1 რაფინია (84)

დორტმუნდი-დარმშტადტი 6:0
გოლები: 1:0 გ. კასტრო (7), 2:0 ა. რამოსი (48), 3:0 პულიშიჩი (54), 4:0 გ. კასტრო (78), 5:0 როდე (84), 6:0 მორი (88)

ჰამბურგი-ლაიპციგი 0:4
გოლები: 0:1 ფორსბერგი (66-პენ), 0:2 ვერნერი (72), 0:3 ვერნერი (77), 0:4 ზელკე (90)

ჰოფენჰაიმი-ვოლფსბურგი 0:0

აინტრახტი-ლევერკუზენი 2:1
გოლები: 1:0 ა. მაიერი (53), 1:1 ხ. ერნანდესი (60), 2:1 ფაბიანი (79)

გლადბახი-ვერდერი 4:1
გოლები: 1:0 ტ. აზარი (11), 2:0 ტ. აზარი (17), 3:0 რაფაელი (21-პენ), 4:0 რაფაელი (41), 4:1 გნაბრი (73)
გაძევება: იოჰანსონი (80. ვერდერი)

პარასკევი. 16 სექტემბერი
კიოლნი-ფრაიბურგი 3:0

კვირა. 18 სექტემბერი
აუგსბურგი-მაინცი 17:30
ჰერტა-შალკე 19:30

1. ბაიერნი - 9 ქულა; 2. ლაიპციგი - 7; 3. კიოლნი - 7; 4. დორტმუნდი - 6; 5. ჰერტა - 6.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული