ბუნდესლიგა. III ტური: "ლაიპციგი" ლიდერებში! [VIDEO]

AutoSharing Option
* "ბორუსიამ" მოიგო ბოლო 9 საშინაო მატჩი ბუნდესლიგაში, ეს 1987 წლის მერე ყველაზე გრძელი სერიაა.
* "ვერდერის" ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინელი მწვრთნელი ვიქტორ სკრიპნიკი.
* "ბაიერნმა" კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით პირველი გოლი გაუშვა.
* მომავალ ტურში (21 სექტემბერს) ერთმანეთს ორი უდანაკარგო გუნდი ხვდება - "ბაიერნი" "ჰერტას" მასპინძლობს.

დებიუტანტმა "ლაიპციგმა" წინა ტურში "დორტმუნდი" დაამარცხა და მიმოხილვაში ვწერდით, რომ ამ გუნდმა მთელი საფეხბურთო გერმანია შეაშინა. ახლა კი, "ხარებმა" დაამტკიცეს, რომ "დორტმუნდთან" გამარჯვება შემთხვევითი არ ყოფილა - "ლაიპციგმა" ჰამბურგში 4:0 გაიმარჯვა და სამი ტურის
შემდეგ 7 ქულით ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია!

ლაიპციგელთა ამ ხმაურიანი გამარჯვების უმთავრესი შემოქმედი თავდამსხმელი ტიმო ვერნერი გახლდათ, რომელმაც ჯერ თერთმეტმეტრიანი მოიპოვა და ანგარიშიც ასე გაიხსნა, მერე კი დუბლი შეასრულა. ამრიგად, სამი ტურის შემდეგ "ლაიპციგი" ლიდერებშია, "ჰამბურგს" კი, ტრადიციულად, შავად აქვს საქმე.

თუმცა ბრუნო ლაბადიას გუნდი მაინც არ არის ყველაზე უარესი - იმიტომ, რომ არსებობს უფრო სუსტი და უფრო უსუსური, ასევე ჩრდილოგერმანული გუნდი, ბრემენის "ვერდერი"!

ბრემენელებმა სამ ტურში სამივე თამაში წააგეს, ბურთების შეფარდებაც სამარცხვინო აქვთ (2:12), გერმანიის თასიდან მესამელიგელ "ლოტესთან" დამარცხდნენ და ამ ყველაფრის შემდეგ, რა გასაკვირია, რომ ბრემენული კლუბის ხელმძღვანელებმა გუნდის მთავარი მწვრთნელი ვიკტორ სკრიპნიკი დაითხოვეს. მოთმინების ფიალაში უკანასკნელი წვეთი "გლადბახთან" 1:4 გამოდგა. სკრიპნიკთან ერთად, გათავისუფლებულები არიან მისი ასისტენტებიც - ტორსტენ ფრინგსი და ფლორიან კოფელდტი.

და ვინ იქნება "ვერდერის" ახალი დამრიგებელი? სკრიპნიკს დროებით ("მაინცთან" და "ვოლფსბურგთან" მატჩებში) ალექსანდერ ნოური შეცვლის, რომელიც 23-წლამდელთა გუნდის დამრიგებელია. მერე კი, "ბილდის" ინფორმაციით, "ვერდერს" ცნობილი სპეციალისტი, ანდრე ბრაიტენრაიტერი ჩაიბარებს. განიხილება "ვერდერის" ლეგენდის, ანდრეას ჰერცოგის ვარიანტიც...

ანჩელოტი: ნოიერმა რომ არ მოიწყინოს...
"ბაიერნმა" "ინგოლშტადტთან" დიდი ვერაფერი ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ სასურველ შედეგს კი მიაღწია და მთავარიც ესაა. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს ბავარიელთა დამრიგებელი კარლო ანჩელოტი. მართალია, ანგარიში დამაჯერებელი იყო (3:1), მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით თამაშის ხარისხზე. ინგოლშტადტელებს ცოტა მეტად რომ გამართლებოდათ, მიუნხენიდან მინიმუმ ქულას წაიღებდნენ.

"რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გვაკლია, ჩემპიონთა ლიგაც დაიწყო და ბევრი თამაში გვაქვს, ბევრიც ახალი ფეხბურთელი გვყავს. ასე რომ, ხანდახან ასეთი მატჩებიც გამოერევა და ხანდახან ჩვენც უნდა შევწუხდეთ. ყოველთვის ყველაფერი სრულყოფილად ვერ იქნება. ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, გამარჯვებაა. თანაც, ჩვენ ხომ არ გვინდა, რომ მანუელ ნოიერმა მოიწყინოს ხოლმე?" - აი, ასეთი კომენტარი გააკეთა მატჩის შემდეგ ანჩელოტიმ.

მართლაც: რეკორდმაისტერს ალაბა, ლამი, მიულერი და ჰუმელსი არ ჰყავდა. სამაგიეროდ, განაცხადში რობენი და ბოატენგი დაბრუნდნენ. ანგარიში ინგოლშტადტმა გახსნა: ლესკანომ ეს მე-8 წუთზე გააკეთა და მიუნხენის პუბლიკა აანერვიულა. ამრიგად, "ბაიერნმა" ბოლო 6 ოფიციალურ მატჩში პირველი გოლი გაუშვა, ნოიერის კარი კი, 7 ივლისის შემდეგ (ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი, გრიზმანი) პირველად დაილაშქრა.

თუმცა მიუნხენელებმა მალევე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება (ლევანდოვსკი), მეორე ტაიმის დასაწყისში ჩაბი ალონსომ "ბაიერნი" უძლიერესი დარტყმით წინ გაიყვანა, საბოლოო ანგარიში კი რაფინიამ მატჩის მიწურულს დააფიქსირა.

თუმცა, ინგოლშტადტელებმა ბავარიელებზე მეტი ირბინეს (თითქმის 8 კილომეტრით მეტი), კარისკენაც უფრო მეტჯერ დაარტყეს და მეტი ორთაბრძოლაც მოიგეს (51 პროცენტი). "ინგოლშტადტი" უფრო მონდომებული და ენერგიული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა და სხვა მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ ლეკიემ და ჰინტერზეერმა ვერ ივარგეს. მსაჯს 786-ე წუთზე "ბაიერნის" კარში პენალტის დანიშვნაც მართებდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"დოტმუნდის" მორიგი 6:0
"დორტმუნდი" თითქოს ჩოგბურთს თამაშობს... ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, ვარშავის "ლეგიას" 6:0-ზე განადგურების შემდეგ, "ბორუსიამ" "დარმშტადტიც" 6:0 შეარცხვინა. განსხვავება ის იყო, რომ თუკი "ლეგიასთან" მარიო გიოტცე ძირითად შემადგენლობაში იყო, თომას ტუხელმა მიუნხენიდან დაბრუნებული 24 წლის გიოტცინიო ამჯერად სკამზე დატოვა. მას მერე, რაც გიოტცემ დორტმუნდის პუბლიკის წინაშე "ბორუსიას" ფეხბურთელის რანგში ითამაშა, 1243 დღეა გასული...

"მარიოს შეყვანა მინდოდა, მაგრამ მარსელ შმელცერმა ტრავმა მიიღო და იძულებული გავხდი, სხვა ცვლილება გამეკეთებინა," - აღნიშნა ტუხელმა მატჩის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ გიოტცესთან ერთად, სკამზე დარჩა პიერ-ემერიკ ობამეიანგიც - როგორც ჩანს, ტუხელმა თავისი მთავარი გოლეადორი "ვოლფსბურგთან" მატჩისთვის (სამშაბათსაა) შეინახა.

ამრიგად, "დარმშტადტთან" მატჩში "დორტმუნდის" ფეხბურთელების საშუალო ასაკი 22 წელი იყო და ამ ახალგაზრდებმა მეტოქე მარტივად გადათელეს. ანგარიში გონსალო კასტრომ გახსნა, მეორე ტაიმში კი რამოსმა, პულიშიჩმა, ისევ კასტრომ, როდემ და ნიჭიერმა მორმა იხეირეს. აქვე ვთქვათ, რომ ასეთი დიდი ანგარიშით "დორტმუნდს" ბუნდესლიგაში ბოლოს 7 წლის წინ ჰქონდა მოგებული...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბუნდესლიგა. III ტური
16 სექტემბერი
კიოლნი-ფრაიბურგი 3:0
გოლები: 1:0 მოდესტე (29), 2:0 ბიტენკური (31), 3:0 მოდესტე (43)
კიოლნი (4-2-2-2): ჰორნი - სიორენსენი, მავრაი, ჰაინტცი, ჰექტორი - ჰიოგერი, მ. ლემანი - რისსე, ბიტენკური (50. ცოლერი) - მოდესტე (80. იოიჩი), ოსაკო (65. ოლკოვსკი).
ფრაიბურგი (4-1-3-2): შვოლოვი - პ. შტენცელი, გულდე (78. ნიდერმაიერი), სოიუნჩუ (46. პეტერსენი), გიუნტერი - ჰიოფლერი - ო. ბულუთი (65. ჰაბერერი), ფრანტცი, გრიფო - ნიდერლეხნერი, ფილიპი.
გაფრთხილება: რისსე - ჰიოფლერი
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 12-10; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 9(3)-17(8); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 46 000

17 სექტემბერი
ბაიერნი-ინგოლშტადტი 3:1
გოლები: 0:1 ლესკანო (8), 1:1 ლევანდოვსკი (12), 2:1 ჩაბი ალონსო (50), 3:1 რაფინია (84)
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, კიმიხი, ხავი მარტინესი, ბერნატი - ჩაბი ალონსო - კომანი (46. დუგლას კოშტა/83. ბოატენგი), რენატო სანჩესი (61. ტიაგო ალკანტარა), ვიდალი, რიბერი - ლევანდოვსკი.
ინგოლშტადტი (4-2-3-1): ნილანდი - ლეველსი, მატიპი, ტისერანდი, ზუტნერი - როჯერი, გროსი - ლეკიე, ჰარტმანი (71. ლექსი), მორალესი (63. ჰინტერზეერი) - ლესკანო.
გაფრთხილება: ტიაგო ალკანტარა - ტისერანდი, ლექსი
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 18-17; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 10(5)-13(5); ბურთის ფლობა: 69%-31%.
მაყურებელი: 75 000

დორტმუნდი-დარმშტადტი 6:0
გოლები: 1:0 კასტრო (7), 2:0 რამოსი (48), 3:0 პულიშიჩი (54), 4:0 კასტრო (78), 5:0 როდე (84), 6:0 მორი (88)
დორტმუნდი (4-1-4-1): ბიურკი - პასლაკი, სოკრატისი, გინტერი, შმელცერი (70. როდე) - ვაიგლი - პულიშიჩი, კასტრო, გერეირო (63. კაგავა), დემბელე (64. მორი) - რამოსი.
დარმშტადტი (5-4-1): ესერი - იუნგვირთი, ჰიონი, მილოშევიჩი, გუვარა, ჰოლანდი - ბენ-ჰატირა (39. სირიგუ), ნიმაიერი, ვრანჩიჩი (46. ბეჟიაკი), ჰელერი - შიპლოკი (70. ჩოლაკი).
გაძევება: ნიმაიერი (57. დარმშტადტი)
გაფრთხილება: ბენ-ჰატირა, მილოშევიჩი, იუნგვირთი
კუთხური: 12-2; ჯარიმა: 8-16; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 22(14)-5(1); ბურთის ფლობა: 79%-21%.
მაყურებელი: 80 000

ჰამბურგი-ლაიპციგი 0:4
გოლები: 0:1 ფორსბერგი (66-პენ), 0:2 ვერნერი (72), 0:3 ვერნერი (77), 0:4 ზელკე (92)
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - გ. საკაი, ჯურუ, სპაჰიჩი, დუგლას სანტოსი - იუნგი, ჰოლტბი - ნ. მიულერი, ჰანტი (70. ჰალილოვიჩი), კოსტიჩი (83. ვალდშმიდტი) - ვუდი (83. გრეგორიჩი).
ლაიპციგი (4-2-2-2): გულაჩი - ბერნარდო, ორბანი, კომპერი, ჰალსტენბერგი - ილსანკერი, დემე - კეიტა (46. ვერნერი), ფორსბერგი - პოულსენი (80. ზელკე), ზაბიტცერი (62. დ. კაიზერი).
გაფრთხილება: გ. საკაი, სპაჰიჩი, ჯურუ, ვუდი - კომპერი
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 14(2)-12(6); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 52 998

ჰოფენჰაიმი-ვოლფსბურგი 0:0
ჰოფენჰაიმი (4-1-4-1): ბაუმანი - რუდი, ზიულე (37. ფოგტი), ბიჩაქჩიჩი, კადერაბეკი - პოლანსკი - უთი, რუპი, ამირი (79. სალაი), კრამარიჩი (66. დემირბაი) - ვაგნერი.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): კასტეელსი - ვიეირინია, ბრუმა, ვოლშაიდი, როდრიგესი - გერჰარდტი, არნოლდი - ბლაშჩიკოვსკი (70. ბრუნო ენრიკე), დრაქსლერი (86. სეგუინი), დ. კალიჯური (81. ჰორნი) - გომესი.
გაფრთხილება: ვაგნერი, რუდი - გერჰარდტი
კუთხური: 3-11; ჯარიმა: 17-18; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 20(5)-20(9); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 23 000

აინტრახტი-ლევერკუზენი 2:1
გოლები: 1:0 მაიერი (53), 1:1 ჩიჩარიტო (60), 2:1 ფაბიანი (79)
აინტრახტი (4-2-3-1): ჰრადეცკი - ჩანდლერი, აბრაამი, ვალეხო, ოჩიპკა - ჰასებე, ჰუსტი - სეფეროვიჩი (68. მასკარელი), ფაბიანი, გაჩინოვიჩი (62. რებიჩი) - მაიერი (78. ჰრგოტა).
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - იედვაი (85. ვენდელი), თაა, თოფრაქი, ჰენრიხსი - ბაუმგარტლინგერი (57. ფოლანდი), კამპლი - ბრანდტი, არაგუნისი, მეჰმედი (57. ჩალჰანოღლუ) - ჩიჩარიტო.
88-ე წუთზე ჩიჩარიტომ (ლევერკუზენი) ვერ გამოიყენა პენალტი (ძელი)
გაფრთხილება: ფაბიანი, ჩანდლერი
კუთხური: 1-3; ჯარიმა: 22-14; თამაშგარე: 2-7; კარში დარტყმა: 17(8)-7(3); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 45 000

გლადბახი-ვერდერი 4:1
გოლები: 1:0 აზარი (11), 2:1 აზარი (17), 3:0 რაფაელი (21), 4:1 რაფაელი (41), 4:1 გნარბი (73)
გლადბახი (3-4-1-2): ზომერი - კორბი, ვესტერგაარდი, იანჩკე - ტრაორე, ა. კრისტენსენი, კრამერი, ფ. ჯონსონი (85. ნ. შულცი) - შტინდლი (64. დაჰუდი) - აზარი, რაფაელი (46. ჰოფმანი).
ვერდერი (4-2-3-1): დრობნი - გებრე სელასიე, სანე, დიანიე (46. მოისანდერი), გარსია - ფრიტცი (46. იოჰანსონი), ბაუერი - იატაბარე (86. კაინცი), გრილიჩი, გნარბი - იუნუზოვიჩი.
გაძევება: იოჰანსონი (80. ვერდერი)
გაფრთხილება: ფრიტცი, გრილიჩი, სანე
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 9-19; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 15(7)-9(5); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 54 014

18 სექტემბერი
აუგსბურგი-მაინცი 1:3
გოლები: 0:1 კორდობა (7), 1:1 სტაფილიდისი (73), 1:2 მალი (75), 1:3 მუტო (81)
აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ვერჰეგი, გუველეუვი, ჰინტერეგერი, სტაფილიდისი - კორი (95. კაჩარი), ბაიერი - ბობადილია, კოო (59. შმიდი), ჟი (81. ჰალილ ალთინთოფი) - ფინბოგასონი.
მაინცი (4-2-3-1): ლიოსლი - დონატი, ბელი, ბალოგუნი, ბროზინსკი - გბამინი (85. ხოსე როდრიგესი), ფ. ფრაი - იოზთუნალი, მალი, ონისივო (78. დე ბლასისი) - კორდობა (66. მუტო).
გაძევება: ხოსე როდრიგესი (93. მაინცი)
გაფრთხილება: გუველეუვი - კორდობა, ონისივო
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 12(5)-11(6); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 26 115

ჰერტა-შალკე 2:0
გოლები: 1:0 ვაიზერი (64), 2:0 შტოკერი (74)
ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - პეკარიკი, ს. ლანგკამპი, შტარკი, პლატენჰარდტი - სკიელბრედი (77. ჰეგელერი), ლუსტენბერგერი - ვაიზერი, დარიდა (55. შტოკერი), ჰარაგუჩი - იბიშევიჩი (88. შიბერი).
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - ჰიოვედესი, ნალდო, ნასტასიჩი, ბაბა - სტამბული (81. დი სანტო), ბენტალები - ემბოლო (46. კონოპლიანკა), გორეტცკა (46. მ. მაიერი), ჩუპო-მოტინგი - ჰუნტელაარი.
გაფრთხილება: პეკარიკი - ფერმანი
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 12-17; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 8(2)-11(4); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 49 251

ბომბარდირები: 5 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 4 - იოელ პოჰიანპალო (ლევერკუზენი); 3 - ტორგან აზარი (გლადბახი), ანტონი მოდესტე (კიოლნი), მარკ უთი (ჰოფენჰაიმი).

მომდევნო ტური
20 სექტემბერი:
ვოლფსბურგი-დორტმუნდი, ინგოლშტადტი-აინტრახტი, დარმშტადტი-ჰოფენჰაიმი, ფრაიბურგი-ჰამბურგი.

21 სექტემბერი:
ბაიერნი-ჰერტა, ლევერკუზენი-აუგსბურგი, შალკე-კიოლნი, ვერდერი-მაინცი, ლაიპციგი-გლადბახი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული