ბუნდესლიგა. VII ტური: ანჩელოტის იმედი აქვს, რომ ეს აღარ გამეორდება [VIDEO]

AutoSharing Option
15 ოქტომბერს გერმანიის ბუნდესლიგის მე-7 ტურის 6 შეხვედრა გაიმართა

მიუნხენის "ბაიერნმა" რიცხობრივ უმრავლესობაში ვერ შეინარჩუნა უპირატესობა და სტუმრად "აინტრახტს" დაუზავდა - 2:2. მიუნხენელები არიენ რობენმა დააწინაურა, მაგრამ საბოლჩ ჰუსტიმ გაათანაბრა.

62-ე წუთზე ჯოშუა კიმიხმა კვლავ დააწინაურა სტუმრები, მალე კი ჰუსტი მსაჯმა მოედნიდან გააძევა და მაინც, მასპინძლებმა 78-ე წუთზე გაათანაბრეს, ეს მარკო ფაბიანმა შეძლო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კარლო ანჩელოტი (ბაიერნი): "არასათანადოდ განვეწყვეთ, არასწორად ვითამაშეთ. იმედი მაქვს, რომ ასეთი რამ აღარ გამეორდება. მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ. 2:2 სამართლიანი შედეგია".

"ლევერკუზენი" სტუმრად "ვერდერთან" დამარცხდა
- 1:2, ხოლო "კიოლნმა" შინ 2:1 მოუგო აუტსაიდერ "ინგოლშტადტს" და მეორე ადგილზე გადავიდა.

ბუნდესლიგა. VII ტური:
შაბათი. 15 ოქტომბერი
გლადბახი-ჰამბურგი 0:0
გაძევება: კლებერი (25. ჰამბურგი)
გამოუყენებელი პენალტი: ჰანი (26. გლადბახი), შტინდლი (60. გლადბახი)

კიოლნი-ინგოლშტადტი 2:1
გოლები: 1:0 მოდესტე (28), 2:0 მოდესტე (39-პენ), 2:1 ჰინტერზეერი (90-პენ)

აუგსბურგი-შალკე 1:1
გოლები: 0:1 ბენტალები (65), 1:1 ბაიერი (77)

ჰოფენჰაიმი-ფრაიბურგი 2:1
გოლები: 1:0 ვაგნერი (34), 1:1 ნიდერლეხნერი (77), 2:1 კრამარიჩი (81-პენ)

აინტრახტი-ბაიერნი 2:2
გოლები: 0:1 რობენი (10), 1:1 ჰუსტი (43), 1:2 კიმიხი (62), 2:2 ფაბიანი (78)
გაძევება: ჰუსტი (65. აინტრახტი)

ვერდერი-ლევერკუზენი 2:1
გოლები: 1:0 იუნუზოვიჩი (13), 1:1 ჩალჰანოღლუ (27), 2:1 მანე (59)

პარასკევი. 14 ოქტომბერი
დორტმუნდი-ჰერტა 1:1

კვირა. 16 ოქტომბერი
მაინცი-დარმშტადტი 17:30
ვოლფსბურგი-ლაიპციგი 19:30

1. ბაიერნი - 17 ქულა; 2. კიოლნი - 15; 3. ჰერტა - 14; 4. დორტმუნდი - 13; 5. ჰოფენჰაიმი - 13.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული