22 ოქტომბერს გერმანიის ბუნდესლიგის მე-8 ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.
"ლევერკუზენი" პირველივე წუთებზე კევინ ფოლანდმა დააღალატა, 10 კაცით დარჩენილმა მასპინძლებმა "ჰოფენჰაიმისგან" 3 უპასუხო გოლი გაუშვეს. "ჰოფენჰაიმი" ამ ტურის მერე მესამე ადგილზე გადავიდა.
ლიდერთა ჯგუფის წევრების, "ჰერტასა" და "კიოლნის" რიგებში ჯერ მათმა გოლეადორებმა გამოიჩინეს თავი - ვედად იბიშევიჩის გოლს ანტონი მოდესტემ უპასუხა. "ჰერტას" გამარჯვება შტარკმა მოუტანა - 2:1
საოცარი მატჩი გაიმართა "ინგოლშტადტსა" და "დორტმუნდს" შორის. "ბორუსია" აუტსაედერთან ორჯერ აგებდა ორი ბურთის სხვაობით, მაგრამ ახალგაზრდა კრისტიან პულიშიჩის წყალობით ქულა გადაარჩინა - 3:3.
ლიდერმა მიუნხენის" ბაიერნმა არტურო ვიდალისა და დუგლას კოშტას გოლებით 2:0 დაამარცხა "გლადბახი".
ლევერკუზენი-ჰოფენჰაიმი 0:3
გოლები: 0:1 დემირბაი (15), 0:2 ვაგნერი (49), 0:3 ცუბერი (60)
გაძევება: ფოლანდი (6. ლევერკუზენი)
ჰერტა-კიოლნი 2:1
გოლები: 1:0 იბიშევიჩი (13), 1:1 მოდესტე (65), 2:1 შტარკი (74)
ინგოლშტადტი-დორტმუნდი 3:3
გოლები: 1:0 კოენი (6), 2:0 ლესკანო (24), 2:1 ობამეიანგი (59), 3:1 ლესკანო (59), 3:2 ა. რამოსი (69), 3:3 პულიშიჩი (91)
დარმშტადტი-ვოლფსბურგი 3:1
გოლები: 1:0 ბენ-ჰატირა (25), 1:1 მ. გომესი (60), 2:1 კლაინჰაისლერი (68), 3:1 სირიგუ (76)
გაძევება: ბრუმა (23. ვოლფსბურგი)
ფრაიბურგი-აუგსბურგი 2:1
გოლები: 1:0 ფილიპი (66), 2:0 პეტერსენი (78), 2:1 ალთინთოფი (84)
ბაიერნი-გლადბახი 2:0
გოლები: 1:0 ვიდალი (16), 2:0 დ. კოშტა (31)
პარასკევი. 21 ოქტომბერი
ჰამბურგი-აინტრახტი 0:3
კვირა. 23 ოქტომბერი
ლაიპციგი-ვერდერი 17:30
შალკე-მაინცი 19:30
1. ბაიერნი - 20 ქულა; 2. ჰერტა - 17; 3. ჰოფენჰაიმი - 16; 4. კიოლნი - 15; 5. ლაიპციგი - 15.
02:24 23-10-2016
ბუნდესლიგა. VIII ტური: "ბაიერნი" წინ მიიწევს [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული