ბუნდესლიგა. VIII ტური: "ლაიპციგი" ისტორიას წერს! [VIDEO]

AutoSharing Option
* ზედიზედ ორი ფრის შემდეგ ბუნდესლიგის ჩემპიონმა "ბაიერნმა" გამარჯვება იზეიმა.
* "ბაიერნის" გარდა, დაუმარცხებლები არიან "ლაიპციგი" და "ჰოფენჰაიმი".
* ბერლინის "ჰერტა" მისი გულშემატკივრების მიერ ჰომოფობიური ბანერის გამოფენისთვის დაისჯება.

დააკვირდით გერმანიის ჩემპიონატის ცხრილს: მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერობას რომ თავი დავანებოთ, ბუნდესლიგაში სრული განუკითხაობაა. მეორე ადგილზე - "ლაიპციგი", მესამეზე - "ჰერტა", მეოთხეზე - "ჰოფენჰაიმი", მეხუთეზე - "კიოლნი"...

არადა, ეს უკვე აღარ არის საწყისი ტურები, როცა მაჩანჩალა კლუბები ხშირად ექცევიან ხოლმე ცხრილის სათავეებთან. გერმანიის მიმდინარე პირველობა უკვე 8 ტურს ითვლის და თამამად შეიძლება ითქვას,
რომ შემთხვევითი აღარაფერია. საკმარისია, ამა თუ იმ კლუბის მიერ ნაჩვენებ ფეხბურთს ჩავუღრმავდეთ, რომ უფრო საფუძვლიანად დავრწმუნდებით: "ლაიპციგი" ნამდვილად იმსახურებს მეორე ადგილზე ყოფნას, "ჰერტა" - მესამეობას და ასე შემდეგ, ვიდრე უსუსური "ჰამბურგის" აუტსაიდერობამდე.

"ბაიერნი" კი მცირე კრიზისიდან "გლადბახთან" შეხვედრაში გამოვიდა - ზედიზედ ორი ფრის ("კიოლნთან" 1:1, "აინტრახტთან" 2:2) შემდეგ კარლო ანჩელოტის შეგირდებმა გამარჯვების გემო მიონხენგლადბახელებთან 2:0-ით გაიხსენეს. 57 წლის იტალიელმა სპეციალისტმა დაპირება შეასრულა და როტაციას მიმართა: კარლომ ბოატენგი, კიმიხი და მიულერი სკამზე დატოვა, ლამი კი სულაც ტრიბუნაზე იჯდა.

სამაგიეროდ, ძირითად შემადგენლობაში ხავი მარტინესი, არტურო ვიდალი და დუგლას კოშტა გამოჩნდნენ. გარდა ამისა, ანჩელოტიმ თავის შეგირდებს ნება დართო, რომ მატჩის წინა ღამე საკუთარ სახლებში გაეტარებინათ. არადა, კარლო მნიშვნელოვანი მატჩების წინ ბიჭებს სასტუმროებში ტოვებს ხოლმე. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ანჩელოტი "გლადბახს" სერიოზულ მეტოქედ არ მიიჩნევს? ამაზე მსჯელობა თქვენთვის მოგვინდვია.

ანგარიში სწორედ ვიდალმა, რაფინიას ჩაწოდების წყალობით გახსნა, მეორე გოლი კი დუგლას კოშტას ანგარიშზეა. ბრაზილიელმა გოლი ასე აღნიშნა: ტრიბუნასთან მიირბინა, სადაც მეგობრები ელოდებოდნენ და მათთან სელფი გადაიღო. ახლა "ბაიერნს" გერმანიის თასზე "აუგსბურგთან" მატჩი ელის და, სხვათა შორის, რეკორდმაისტერი ბუნდესლიგის მომდევნო ტურშიც "აუგსბურგს" ეთამაშება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეუჩერებელი "ხარები"
ახლა კი "ლაიპციგზე" ვისაუბროთ, რომელმაც გუშინ "ვერდერი" 3:1 დაამარცხა და მეორე ადგილზეა! და "ლაიპციგი" "ბაიერნს" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. თანაც, ამ გუნდმა ისტორიული რეკორდი დაამყარა: "ლაიპციგი" ბუნდესლიგის პირველი დებიუტანტია, რომელიც პირველი 8 ტურის შემდეგ დაუმარცხებელია!

"ვერდერთან" ხარები ნაბი კეიტას გოლით დაწინაურდნენ - გვინეელ საყრდენ ნახევარმცველს საკმაოდ ეფექტიანი გოლი გამოუვიდა, რადგან გზად 5 ბრემენელი ჩამოიცილა, მეკარე ვიდვალდსაც გასცდა და ბურთი ცარიელ კარში შეაცურა. მეორე გოლიც კეიტას ანგარიშზეა, რომელიც ჯერჯერობით შესანიშნავად თამაშობს და თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა, ზამთარშივე მიიღოს წინადადებები გრანდებიდან.

მერე "ვერდერმა" ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მეტი ვეღარაფერი შეძლო; მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე კი საბოლოო ანგარიში, 3:1, ზელკემ დააფიქსირა - ოღონდ ამ უკანასკნელს თავისი გოლი არ უზეიმია, რადგან ყოფილი ბრემენელია. "ვერდერს" კი უკვე 21 გოლი აქვს მიღებული და ტური ისე არ გადის, მინიმუმ ერთი ბურთი მაინც რომ არ გაუშვას.

ამრიგად, 8 ტურის შემდეგ რეკორდმაისტერის მთავარი მდევარი სწორედ "ლაიპციგია". მესამე ადგილზე კი ბერლინის "ჰერტა" გახლავთ, რომელმაც ამ ტურში უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო - დედაქალაქელებმა ასევე "ბაიერნის" მდევრის სტატუსისთვის მებრძოლი "კიოლნი" დაამარცხეს.

"ჰოფენჰაიმმა" კი სერიოზული სენსაცია გამოაცხო, დაამარცხა რა "ლევერკუზენი" მისსავე მოედანზე - 3:0! შესაბამისად, "ბაიერნთან" და "ლაიპციგთან" ერთად, "ჰოფენჰაიმიც" ისევ დაუმარცხებელია!

დორტმუნდის "ბორუსიამ" კი "ინგოლშტადტთან" ფრე ძლივს გადაარჩინა (3:3). დორტმუნდელებს 8 ტურის შემდეგ იმდენი გოლი აქვთ გატანილი, რამდენიც "ბაიერნს", მაგრამ რეკორდმაისტერზე 6-ით მეტი გაუშვეს და მიუნხენურ გრანდს 6 ქულით ჩამორჩებიან.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

VIII ტური
ჰამბურგი-აინტრახტი 0:3
გოლები: 0:1 ჰოლტბი (35-საკ. კარში), 0:2 ტარაშაი (60), 0:3 სეფეროვიჩი (69)
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - დიკმაიერი, ეკდალი, სპაჰიჩი (55. ვალდშმიდტი), დუგლას სანტოსი - იუნგი, ჰოლტბი - კოსტიჩი (72. გ. საკაი), ჰალილოვიჩი (46. ვუდი), ნ. მიულერი - ლასოგა.
აინტრახტი (4-1-2-2-1): ჰრადეცკი - ჩენდლერი, აბრაამი, ვალეხო, ოჩიპკა (82. ტავათა) - ჰასებე - მასკარელი, გაჩინოვიჩი - ფაბიანი, ტარაშაი (61. სეფეროვიჩი) - ჰრგოტა (76. ა. მაიერი).
გაძევება: დიკმაიერი (57).
გაფრთხილება: 0-4; კუთხური: 0-2; ჯარიმა: 16-19; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 3(0)-13(4); ბურთის ფლობა: 42%-58%; მაყურებელი: 52 258

ლევერკუზენი-ჰოფენჰაიმი 0:3
გოლები: 0:1 დემირბაი (15), 0:2 ვაგნერი (49), 0:3 ცუბერი (60)
ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - ლ. ბენდერი (46. ვენდელი), თაა, თოფრაქი (56. ჩიჩარიტო), ჰენრიხსი - ბაუმგარტლინგერი, არაგუნისი - ბრანდტი, კამპლი - მეჰმედი (57. კისლინგი), ფოლანდი.
ჰოფენჰაიმი (3-5-2): ბაუმანი - ზიულე, ფოგტი, ბ. ჰიუბნერი - კადერაბეკი, ამირი, რუდი (58. პოლანსკი), დემირბაი (78. ვარგასი), ცუბერი - ვაგნერი, კრამარიჩი (65. სალაი).
გაძევება: ფოლანდი (6. ლევერკუზენი)
გაფრთხილება: 0-1; კუთხური: 5-3; ჯარიმა: 6-17; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 6(1)-14(8); ბურთის ფლობა: 46%-54%; მაყურებელი: 28 716

ჰერტა-კიოლნი 2:1
გოლები: 1:0 იბიშევიჩი (13), 1:1 მოდესტე (65), 2:1 შტარკი (74)
ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - ვაიზერი, ს. ლანგკამპი, ბრუკსი, პლატენჰარდტი - შტარკი, სკიელბრედი - ესვაინი (68. შიბერი), კალუ (83. ალანი), ჰარაგუჩი - იბიშევიჩი (91. ალაგუი).
კიოლნი (4-2-2-1-1): ჰორნი - სიორენსენი, მავრაი, ჰაინტცი (79. რუდნევსი), ჰექტორი - ჰიოგერი, მ. ლემანი - რისსე, რაუში (68. ცოლერი) - ოსაკო (46. ბიტენკური) - მოდესტე.
გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 4-5; ჯარიმა: 8-16; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 13(7)-10(2); ბურთის ფლობა: 48%-52%; მაყურებელი: 60 576

ინგოლშტადტი-დორტმუნდი 3:3
გოლები: 1:0 კოენი (6), 2:0 ლესკანო (24), 2:1 ობამეიანგი (59), 3:1 ლესკანო (60), 3:2 რამოსი (69), 3:3 პულიშიჩი (91)
ინგოლშტადტი (4-2-2-2): ნილანდი - ჰადერგონაი, მ. მატიპი, რისერანდი, ზუტნერი - კოენი, როჯერი - ჰარტმანი, გროსი - ლესკანო (72. ლეკიე), ჰინტერზეერი (89. მორალესი).
დორტმუნდი (4-1-3-2): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, გინტერი, ბარტრა, პარკი (46. პულიშიჩი) - ვაიგლი - კასტრო (59. გიოტცე), კაგავა (73. პასლაკი), დემბელე - ობამეიანგი, რამოსი.
გაფრთხილება: 0-1; კუთხური: 2-8; ჯარიმა: 19-13; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 12(7)-24(10); ბურთის ფლობა: 26%-74%; მაყურებელი: 15 200

დარმშტადტი-ვოლფსბურგი 3:1
გოლები: 1:0 ბენ-ჰატირა (25), 1:1 გომესი (60), 2:1 კლაინჰაისლერი (68), 3:1 სირიგუ (76)
დარმშტადტი (4-2-3-1): ესერი - ჰიონი, მილოშევიჩი, ზულუ, გუვარა - იუნგვირთი, გონდორფი - ბენ-ჰატირა, კლაინჰაისლერი (80. ნიმაიერი), ბეჟიაკი (56. სირიგუ) - შიპლოკი (74. ჩოლაკი).
ვოლფსბურგი (4-2-3-1): კასტეელსი - ტრეში, ბრუმა, როდრიგესი, შეფერი (69. სეგუინი) - არნოლდი, ლუის გუსტავო - დ. კალიჯური (26. კნოხე), დრაქსლერი (84. მაიორალი), გერჰარდტი - გომესი.
გაძევება: ბრუმა (23. ვოლფსბურგი)
გაფრთხილება: 0-2; კუთხური: 1-4; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 9(5)-9(1); ბურთის ფლობა: 29%-71%; მაყურებელი: 15 300

ფრაიბურგი-აუგსბურგი 2:1
გოლები: 1:0 ფილიპი (66), 2:0 პეტერსენი (78), 2:1 ჰალილ ალთინთოფი (84)
ფრაიბურგი (4-2-3-1): შვოლოვი - პ. შტენცელი, ჰიოფლერი, სოიუნჩუ, გიუნტერი - ფრანტცი, აბრაში (17. ტორეხონი) - ო. ბულუთი, ფილიპი, გრიფო (90. ნიდერმაიერი) - ნიდერლეხნერი (55. პეტერსენი).
აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ვერჰეგი, იანკერი, ჰინტერეგერი, სტაფილიდისი (85. გიუნტერ-შმიდტი) - კაჩარი (77. კორი), ბაიერი - კოო (70. მაქსი), ჰალილ ალთინთოფი, შმიდი - ჟი.
გაფრთხილება: 1-0; კუთხური: 0-1; ჯარიმა: 7-10; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 12(5)-14(6); ბურთის ფლობა: 53%-47%; მაყურებელი: 24 000

ბაიერნი-გლადბახი 2:0
გოლები: 1:0 ვიდალი (16), 2:0 დუგლას კოშტა (31)
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია (83. კიმიხი), ხავი მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა - ჩაბი ალონსო - რობენი (80. რენატო სანჩესი), ტიაგო ალკანტარა, ვიდალი, დუგლას კოშტა (73. თ. მიულერი) - ლევანდოვსკი.
გლადბახი (4-2-3-1): ზომერი - კორბი, ელვედი, ვესტერგაარდი, ვენდტი (65. ნ. შულცი) - კრამერი, შტრობლი - ჰოფმანი (46. იანჩკე), შტინდლი, ფ. ჯონსონი - ჰანი (78. ჰერმანი).
გაფრთხილება: 0-1; კუთხური: 8-1; ჯარიმა: 4-11; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 17(5)-3(0); ბურთის ფლობა: 63%-37%; მაყურებელი: 75 000

ლაიპციგი-ვერდერი 3:1
გოლები: 1:0 კეიტა (42), 2:0 კეიტა (74), 2:1 გნარბი (76), 3:1 ზელკე (95)
ლაიპციგი (4-2-2-2): გულაჩი - ბერნარდო, ორბანი, კომპერი, ჰალსტენბერგი - კეიტა, დემე - დ. კაიზერი, ფორსბერგი (84. ილსანკერი) - ვერნერი (71. ზელკე), პოულსენი (89. ბურკი).
ვერდერი (4-1-4-1): ვიდვალდი - გებრე სელასიე, სანე, მოისანდერი, გარსია - გრილიჩი (78. ველიკოვიჩი) - ჰაიროვიჩი (62. ბარტელსი), ფრიტცი (70. იოჰანსონი), იუნუზოვიჩი, გნარბი - მანე.
გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 6-5; ჯარიმა: 18-10; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 22(6)-7(3); ბურთის ფლობა: 60%-40%; მაყურებელი: 42 558

შალკე-მაინცი 3:0
გოლები: 1:0 ბენტალები (23), 2:0 მ. მაიერი (48), 3:0 ბენტალები (62)
შალკე (3-5-1-1): ფერმანი - ჰიოვედესი, ნალდო, ნასტასიჩი - შიოპფი, გორეტცკა, გაისი (75. სტამბული), ბენტალები, კოლაშინაცი (79. ბაბა) - მ. მაიერი - დი სანტო (81. ჰუნტელაარი).
მაინცი (4-2-3-1): ლიოსლი - დონატი, ბალოგუნი, ბელი, ბუსმანი - სერდარი, გბამინი (74. ფ. ფრაი) - იოზთუნალი (59. ონისივო), მალი, ხაირო (59. დე ბლასისი) - კორდობა.
გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 3-3; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 11(5)-10(4); ბურთის ფლობა: 51%-49%; მაყურებელი: 59 357

ბომბარდირები:
8 ანტონი მოდესტე (კიოლნი)
7 პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი)
6 ვედად იბიშევიჩი (ჰერტა)
5 ჩიჩარიტო (ლევერკუზენი)
რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)

მომდევნო ტური
28 ოქტომბერი:
გლადბახი-აინტრახტი;

29 ოქტომბერი:
მაინცი-ინგოლშტადტი, ვოლფსბურგი-ლევერკუზენი, აუგსბურგი-ბაიერნი, ვერდერი-ფრაიბურგი, დარმშტადტი-ლაიპციგი, დორტმუნდი-შალკე;

30 ოქტომბერი:
ჰოფენჰაიმი-ჰერტა, კიოლნი-ჰამბურგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული