ბუნდესლიგა. IX ტური: "დორტმუნდი" კრიზისშია, "ლაიპციგი" გრძელდება! [VIDEO]

AutoSharing Option
* "ჰოფენჰაიმმა" ზედიზედ მე-5 გამარჯვება იზეიმა
* რურის დერბის დროს "ბორუსიას" ფანებმა "შალკეს" ფანების ბანერები მოიპარეს.

წესით, დორტმუნდში ყველას უნდა უხაროდეს, რომ ოქტომბერი დამთავრდა. საქმე ისაა, რომ შაბათს გამართული რურის დიდი დერბი, რომელშიც "ბორუსიამ" მოსისხლე მტერ "შალკეს" ვერ მოუგო (0:0), თომას ტუხელის გუნდისთვის ბუნდესლიგაში ზედიზედ მეოთხე მოუგებელი მატჩი გახლდათ.

"შავ-ყვითლებმა" გერმანიის ჩემპიონატში უკანასკნელად 23 სექტემბერს გაიმარჯვეს (3:1 "ფრაიბურგთან") - მაშინ დორტმუნდში ჯერ კიდევ 20 გრადუსი სითბო იყო. 4-მატჩიანი მოიგებელი სერია კი (3 ფრე, 1 მარცხი), თამამად ვიტყვით, "დორტმუნდისთვის" კრიზისს ნიშნავს.

ეს არის 43 წლის ტუხელის პირველი სერიოზული კრიზისი "ბორუსიაში". ოქტომბერში დორტმუნდელებმა "ლევერკუზენს" (0:2), "ინგოლშტადტს" (3:3), "ჰერტას" (1:1) და "შალკეს" (0:0) ვერ მოუგეს და აქვე ვთქვათ, რომ მას მერე, რაც "ბორუსიას" ტუხელი ავარჯიშებს, დორტმუნდელებს ბუნდესლიგაში 4-მატჩიანი მოუგებელი სერია მანამდე არასდროს ჰქონიათ.

"სამწუხაროდ, ფეხბურთში ყოველთვის ვერ აღწევ ისეთ შედეგს, როგორსაც იმსახურებ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. მე ვფიქრობ, რომ ოქტომბერში იმაზე გაცილებით მეტს ვიმსახურებდით, ვიდრე საბოლოოდ მივიღეთ", - განაცხადა დერბის შემდეგ დორტმუნდელთა დამრიგებელმა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2015 წლის ზაფხულიდან მუშაობს.

ამრიგად, თუკი მეხუთე ტურში მოპოვებული დღემდე უკანასკნელი გამარჯვების შემდეგ "ბორუსია" "ბაიერნს" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებოდა, ახლა უკვე 8 ქულით ჩამორჩება და უკვე აღარ გვაქვს იმის უფლება, რომ ტუხელის გუნდს რეკორდმაისტერის ნომერ პირველი კონკურენტი ვუწოდოთ. თომასმა მატჩისშემდგომ კომენტარში ისიც თქვა, რომ "ბაიერნთან" ამხელა ჩამორჩენაზე ძალიან ნერვიულობს, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს ყველაფერი დიდი ტრავმიანობის ბრალიცაა.

მარკო როისის, მარსელ შმელცერის, გონსალო კასტროს, სვენ ბენდერის, ერიკ დურმისა და ნევენ სუბოტიჩის სახით "ბორუსიას" უამრავი წამყვანი ფეხბურთელი აკლია. სავსე ლაზარეთს ისიც ემატება, რომ ჰენრიხ მხითარიანის ("მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა), ილქაი გიუნდოგანისა (მანჩესტერ სიტი) და მატს ჰუმელსის (ბაიერნი) სახით, "ბორუსიამ" ზაფხულში სამი ლიდერი დაკარგა.

მართალია, გუნდი რამდენიმე ახალგაზრდა და ძალიან პერსპექტიული მოთამაშითაც გაძლიერდა, მაგრამ სხვა ლიდერების ტრავმების გამო მათ ზედმეტად ადრე მოუწიათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. შესაბამისად, გასაკვირი არაფერია იმაში, რომ "დორტმუნდში" ყველაფერი კარგად ვერ არის.

"ჰერტასთან" შეხვედრაში "ბორუსიას" ძირითადი შემადგენლობის საშუალო ასაკი 22.9 წელი გახლდათ, რაც ამ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა იყო. ბუნდესლიგის ამ სეზონში კი - სულაც ყველაზე ახალგაზრდული.

"ბაიერნიდან" დაბრუნებული მარიო გიოტცე საშინელ ფორმაშია, "შალკესთან" კი, რბილად რომ ვთქვათ, ერთ-ერთი უსუსტესი დორტმუნდელი იყო. გიოტცინიომ ვერაფრით იპოვა საკუთარი თავი და ვინძლო, ეს კრიზისი კიდევ დიდხანს გაუგრძელდეს. სუსტი გიოტცეს ფონზე კი, როისის არყოფნა გუნდს ორმაგად ეტყობა.

აღარც შინჯი კაგავაა ის ძველი კაგავა, დემბელე და პულიშიჩი კი არასტაბილურები არიან. რაც შეეხება "შალკეს": გელზენკირხენულ კლუბს თავისი, უფრო სერიოზული პრობლემები აქვს, ცხრილის ქვედა ნახევარში ყვინთავს, მაგრამ დორტმუნდში "შალკემ" დიდი მონდომებით, პრაგმატულად ითამაშა და სასურველ შედეგს მიაღწია. დორტმუნდელ ქომაგებს დიდი ტრანსფარანტი ჰქონდათ გადმოფენილი, რომელზეც ტრადიციული სადერბო წარწერა იყო: "დერბის მოგება ჩემპიონობასავითაა!" "ბორუსიამ" ვერც დერბი მოიგო და, ამ დროისთვის ჩემპიონობაზე ლაპარაკიც ზედმეტია...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პროფესორ რალფის შემოქმედება
დორტმუნდის კრიზისის დროს "ბაიერნის" ნომერ პირველი მდევრად და კონკურენტად "ლაიპციგი" ჩამოყალიბდა. ბუნდესლიგის დებიუტანტი "ხარები" 9 ტურის შემდეგ ჯერაც დაუმარცხებლები არიან, შაბათს კი დარმშტადტიდან წაიღეს სამი ქულა, რაც ლაიპციგელთა 22 წლის შემტევის, მარსელ ზაბიტცერის დამსახურებაა, რომელიც შეცვლაზე შევიდა, დუბლი შეასრულა და "ლაიპციგის" სასწაული გააგრძელა.

"მარსელი დღეს ჩვენი უმთავრესი იარაღი იყო. როცა შეცვლაზე შედიოდა, ვგრძნობდი, რომ თავის სიტყვას იტყოდა. ვინც მას იცნობს, ეცოდინება, რომ ძალიან მონდომებული ფეხბურთელია, რომელიც თავს არასდროს ზოგავს", - ეს ლაიპციგელთა სპორტული დირექტორის, რალფ რანგნიკის სიტყვებია. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რალფ ჰაზენჰიუტლმა კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაგარი ყნოსვა აქვს.

"პირველ ტაიმში ცუდად ვთამაშობდით და შესვენებაზე მივხვდი, რომ სწორედ "ზაბი" იქნებოდა ის კაცი, ვინც ამ თამაშს მოგვაგებინებდა", - ეს სწორედ ჰაზენჰიუტლის სიტყვებია. ამრიგად, ზედიზედ მეოთხე გამარჯვება და "ლაიპციგი" ისტორიის წერას აგრძელებს. მართალია, როგორც ყოველთვის, გუნდში არ სურთ იმის აღიარება, რომ ნელ-ნელა ჩემპიონობაზე ოცნებაც დაიწყეს, მაგრამ ფაქტი სახეზეა - გერმანიის ჩემპიონატში, 9 ტურის შემდეგ მეორე ადგილზე შემთხვევით არ არიან ხოლმე...

თავად "ბაიერნზე" კი ახალი რა უნდა ვთქვათ? კარლო ანჩელოტის ორი შემადგენლობა ჰყავს და ორივე პირველი შემადგენლობაა. რეკორდმაისტერის იტალიელ თავკაცს უდიდესი არჩევანი აქვს და თამამად მიმართავს როტაციას. მიუნხენელებს აუგსბურგში გამარჯვება არ გაუჭირდათ, მომდევნო ტურში კი "ჰოფენჰაიმს" მასპნძლობენ...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

IX ტური
გლადბახი-აინტრახტი 0:0
გლადბახი (4-1-2-1-2): ზომერი - კორბი, ელვედი, ვესტერგაარდი, ვენდტი - იანჩკე - კრამერი, დაჰუდი (74. ჰერმანი) - შტინდლი - ჰანი, ფ. ჯონსონი (86. ნ. შულცი).
აინტრახტი (3-4-3): ჰრადეცკი - აბრაამი, ჰასებე, ვალეხო - ჩენდლერი, მასკარელი, ჰუსტი, ოჩიპკა - ფაბიანი, ჰრგოტა (75. სეფეროვიჩი), გაჩინოვიჩი (82. ტარაშაი).
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 3-6; ჯარიმა: 19-15; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 7(2)-6(1); ბურთის ფლობა: 63%-37%; მაყურებელი: 54 014

მაინცი-ინგოლშტადტი 2:0
გოლები: 1:0 მალი (51-პენ), 2:0 იოზთუნალი (85)
მაინცი (4-2-3-1): ლიოსლი - დონატი, ბელი, ჰაკი, ბროზინსკი - სერდარი, გბამინი - ჟაირო (84. იოზთუნალი), მალი (90. ბალოგუნი), დე ბლასისი (92. ხოსე როდრიგესი) - კორდობა.
ინგოლშტადტი (4-4-2): ნილანდი - ჰადერგონაი, მ. მატიპი, ტისერანდი, ზუტნერი - ჰარტმანი (72. ლექსი), კოენი (58. ა. კრისტიანსენი), როჯერი, პ. გროსი - ჰინტერზეერი, ლესკანო (62. ლეკიე).
გაძევება: კრისტიანსენი (87. ინგოლშტადტი)
გაფრთხილება: 1-0; კუთხური: 5-0; ჯარიმა: 14-8; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 17(8)-5(2); ბურთის ფლობა: 55%-45%; მაყურებელი: 24 197

ვოლფსბურგი-ლევერკუზენი 1:2
გოლები: 1:0 არნოლდი (37), 1:1 მეჰმედი (79), 1:2 იედვაი (83)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ბლაშჩიკოვსკი, კნოხე (7. ჰანსენი), როდრიგესი, გერჰარდტი - სეგუინი (87. მაიორალი), ლუის გუსტავო - დ. კალიჯური, არნოლდი, დრაქსლერი (78. ბრეკალო) - გომესი.
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - ჰენრიხსი, იედვაი, დრაგოვიჩი, ვენდელი - ლ. ბენდერი (77. ბაუმგარტლინგერი), არაგუნისი (70. ჰავერტცი) - მეჰმედი (87. კისლინგი), კამპლი, ბრანდტი - ჩიჩარიტო.
გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 1-4; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 6(2)-18(6); ბურთის ფლობა: 48%-52%; მაყურებელი: 26 398

აუგსბურგი-ბაიერნი 1:3
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (19), 0:2 რობენი (21), 0:3 ლევანდოვსკი (48), 1:3 კოო (67)
აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ვერჰეგი, იანკერი, ჰინტერეგერი, სტაფილიდისი - კაჩარი (82. მორავეკი), ბაიერი - კოო, ჰალილ ალთინთოფი (65. ტაიგლი), შმიდი (55. მაქსი) - ჟი.
ბაიერნი (4-3-3): ნოიერი - ლამი, ბოატენგი (62. ბადშტუბერი), ხავი მარტინესი (29. ჰუმელსი), ალაბა - ტიაგო ალკანტარა, ჩაბი ალონსო, ვიდალი - რობენი (76. კიმიხი), ლევანდოვსკი, დუგლას კოშტა.
გაფრთხილება: 2-0; კუთხური: 4-10; ჯარიმა: 14-6; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 7(3)-16(8); ბურთის ფლობა: 25%-75%; მაყურებელი: 30 660

ვერდერი-ფრაიბურგი 1:3
გოლები: 0:1 ფილიპი (29), 0:2 გრიფო (39-პენ), 1:2 გარსია (67), 1:3 აბრაში (75)
ვერდერი (4-1-4-1): ვიდვალდი - გებრე სელასიე, ლ. სანე (41. ველიკოვიჩი), მოისანდერი, გარსია - გრილიჩი (46. ბარტელსი) - ჰაიროვიჩი (78. თაი), ფრიტცი, იუნუზოვიჩი, გნარბი - მანე.
ფრაიბურგი (4-2-2-2): შვოლოვი - პ. შტენცელი, ტორეხონი, სოიუნჩუ, გიუნტერი - ჰიოფლერი, აბრაში - ფრანტცი (90. ჰაბერერი), გრიფო - ფილიპი (78. ნიდერლეხნერი), გუედე (58. პეტერსენი).
გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 4-4; ჯარიმა: 25-23; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 14(4)-13(5); ბურთის ფლობა: 56%-44%; მაყურებელი: 41 500

დარმშტადტი-ლაიპციგი 0:2
გოლები: 0:1 ზაბიტცერი (57), 0:2 ზაბიტცერი (82)
დარმშტადტი (4-2-3-1): ესერი - ჰიონი, მილოშევიჩი, ზულუ, გუვარა - გონდორფი (73. ვრანჩიჩი), იუნგვირთი - ბენ-ჰატირა, კლაინჰაისლერი, ბეჟიაკი (79. ჰელერი) - შიპლოკი (65. ჩოლაკი).
ლაიპციგი (4-2-2-2): გულაჩი - ბერნარდო (70. ბურკი), ორბანი, კომპერი, ჰალსტენბერგი - დემე, ილსანკერი - კეიტა, ფორსბერგი - ვერნერი (86. ზელკე), პოულსენი (51. ზაბიტცერი).
გაფრთხილება: 4-2; კუთხური: 2-6; ჯარიმა: 13-16; თამაშგარე: 3-7; კარში დარტყმა: 4(0)-11(4); ბურთის ფლობა: 34%-66%; მაყურებელი: 16 400

დორტმუნდი-შალკე 0:0
დორტმუნდი (4-1-4-1): ბიურკი - პიშჩეკი, სოკრატისი, გინტერი, პასლაკი (71. გერეირო) - ვაიგლი - პულიშიჩი, კაგავა (79. შიურლე), გიოტცე, დემბელე (87. როდე) - ობამეიანგი.
შალკე (3-5-1-1): ფერმანი - ჰიოვედესი, ნალდო, ნასტასიჩი - შიოპფი, გორეტცკა, გაისი, ბენტალები (90. სტამბული), კოლაშინაცი - მ. მაიერი (75. კონოპლიანკა) - დი სანტო (63. ჩუპო-მოტინგი).
გაფრთხილება: 4-4; კუთხური: 1-4; ჯარიმა: 14-21; თამაშგარე: 3-6; კარში დარტყმა: 9(1)-8(2); ბურთის ფლობა: 66%-34%; მაყურებელი: 80 179

ჰოფენჰაიმი-ჰერტა 1:0
გოლი: 1:0 ზიულე (31)
ჰოფენჰაიმი (3-5-2): ბაუმანი - ზიულე, ფოგტი, ჰიუბნერი - კადერაბეკი, რუპი (84. სალაი), რუდი, დემირბაი (78. ამირი), ცუბერი (62. ტოლიანი) - ვაგნერი, კრამარიჩი.
ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - ვაიზერი, ლუსტენბერგერი, ბრუკსი, პეკარიკი - შტარკი, სკიელბრედი (72. კალუ) - ესვაინი (57. შიბერი), ალანი, ჰარაგუჩი - იბიშევიჩი (80. ალაგუი).
გაფრთხილება: 0-4; კუთხური: 7-3; ჯარიმა: 10-20; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 24(7)-5(2); ბურთის ფლობა: 55%-45%; მაყურებელი: 28 015

კიოლნი-ჰამბურგი 3:0
გოლები: 1:0 მოდესტე (61), 2:0 მოდესტე (82), 3:0 მოდესტე (86)
კიოლნი (3-4-3): ჰორნი - სიორენსენი, მარო (12. ჰაინტცი), მავრაი - რისსე, ჰიოგერი (86. რაუში), მ. ლემანი, ჰექტორი - ოსაკო, მოდესტე, რუდნევსი (56. ცოლერი).
ჰამბურგი (4-2-2-2): ადლერი - გიოტცი (66. გრეგორიჩი), იუნგი, ჯურუ, დუგლას სანტოსი - საკაი, ჰოლტბი - კოსტიჩი (75. ნ. მიულერი), ოსტჟოლეკი - ვუდი, ლასოგა (84. ვალდშმიდტი).
41-ე წუთზე მოდესტემ (კიოლნი) ვერ გაიტანა პენალტი (ძელი)
გაძევება: ვუდი (58. ჰამბურგი)
გაფრთხილება: 3-1; კუთხური: 7-4; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 18(6)-9(2); ბურთის ფლობა: 63%-37%; მაყურებელი: 50 000

ბომბარდირები:
11 ანტონი მოდესტე (კიოლნი)
7 პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი)
რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)
6 ვედად იბიშევიჩი (ჰერტა)

მომდევნო ტური
4 ნოემბერი:
ჰერტა-გლადბახი;

5 ნოემბერი:
ბაიერნი-ჰოფენჰაიმი, ლევერკუზენი-დარმშტადტი, ჰაბურგი-დორტმუნდი, ინგოლშტადტი-აუგსბურგი, ფრაიბურგი-ვოლფსბურგი, აინტრახტი-კიოლნი;

6 ნოემბერი:
ლაიპციგი-მაინცი, შალკე-ვერდერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული