ამგვარ ცვლილებას ხშირად მოაქვს ხოლმე პოზიტიური ეფექტი, მაგრამ მცირე გამონათების შემდეგ "ვერდერის" საქმეები კვლავ უკან-უკან წავიდა. აგერ, ბოლო უქმეებზეც ბრემენელები შინ 1:3 დამარცხდნენ "ფრაიბურგთან", 9 ტურის შემდეგ მხოლოდ 7 ქულა აქვთ და მე-15 ადგილზე არიან.
კლუბის მესვეურები ფიქრობენ, რომ გადარჩენა გამოცდილი ფეხბურთელების მობილიზებით შეიძლება. როგორც ამბობენ, ბრემენში პერ მერტეზაკერის (104 მატჩი და 4 გოლი გერმანიის ნაკრებში) დაბრუნება
ისე ჩანს, არსენ ვენგერი აღარ აკეთებს მასზე გათვლას, რადგან ამ პოზიციაზე ზაფხულში "ვალენსიიდან" შკოდრან მუსტაფი გადაიბირა. მერტეზაკერთან მოლაპარაკებებს კი, თურმე, "ვერდერის" კაპიტანი კლემენს ფრიტცი აწარმოებს:
"მე და პერმა უკვე ვილაპარაკეთ ამ თემაზე, - უთხრა ფრიტცმა "ბილდს". - მისი დაბრუნება იქნება დიდი და აუცილებელი ნამატი "ვერდერისთვის", როგორც წმინდა საფეხბურთო კუთხით, ისე პიროვნული ფაქტორის გათვალისწინებით".
მოკლედ, ჯერ მხოლოდ ულაპარაკიათ. "ვერდერმა" სურვილი გამოთქვა, ახლა ყველაფერი მერტეზაკერზეა დამოკიდებული. ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ "ვეზერშტადიონზე" ის 2011 წლამდე თამაშობდა. შემდეგ წავიდა "არსენალში", სადაც 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირის ჩათვლით და ორჯერ მოიგო ასოციაციის თასი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"