არიენ რობენს დარჩენა უნდა, მაგრამ "ბაიერნს"?

AutoSharing Option
არიენ რობენს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში უმთავრდება, თუმცა ჯერ არცერთმა მხარემ არ იცის, რა იქნება ამის შემდეგ - გაგრძელდება თანამშრომლობა თუ 32 წლის ჰოლანდიელი გარემარბი სხვა გზას მონახავს.

"რეკორდმაისტერის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ ადრე თქვა - რობენთან მოლაპარაკებების დაწყებას შემოდგომისთვის ვგეგმავთო, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში კი მან დაკონკრეტება აღარ ისურვა:

"ნუ ინერვიულებთ. ყველა შემთხვევაში, მომავალ სეზონშიც ძალიან ძლიერი გუნდი გვეყოლება", - უთხრა "კალემ" გერმანელ ჟურნალისტებს, რაც იმასაც გულისხმობს, რომ რობენთან განშორებაც სრულიად დასაშვებია.

პრინციპში, ეს არც არის გასაკვირი -
ჰოლანდიელი უკვე იმ ასაკშია, როცა "ბაიერნი" ვალდებულიც კია, მის ალტერნატივაზე იფიქროს. ამიტომაც იწელება მოლაპარაკების დაწყება.

თავის მხრივ, დიდად ნერვიულობა არც რობენს ეტყობა. მან ითამაშა "აუგსბურგთან" ბოლო უქმეებზე, გოლიც გაიტანა და ორჯერ რობერტ ლევანდოვსკისაც გაატანინა.

რობენის მამა, რომელიც, ამავე დროს, მისი აგენტიცაა, ამბობს, რომ არიენი მოხარული იქნება, დარჩეს კლუბში, სადაც 2009 წლიდან თამაშობს. თავად ფეხბურთელმა კი "აუგსბურგთან" მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა:

"რუმენიგემ კარგად იცის მამაჩემის ტელეფონის ნომერი და შეუძლია, ნებისმიერ დროს დაურეკოს და ყავაზე დაპატიჟოს... მაგრამ ახლა ეს თემა მთავარი არ არის. ჩემი მიზანია, როგორმე ავირიდო ტრავმები და კარგად ვითამაშო".

ჩანს, რობენი წინააღმდეგი არ არის მიუნხენურ გრანდთან თანამშრომლობის გაგრძელების. ვნახოთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული