კლოზემ კარიერა დაასრულა - მუნდიალების ბომბარდირმა ბუცები ლურსმანზე ჩამოჰკიდა

AutoSharing Option
მიროსლავ კლოზემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. მსოფლიო ფეხბურთის აღიარებულმა ბომბარდირმა 38 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ წასვლის დრო იყო და მალე სამწვრთნელო საქმეს მიჰყოფს ხელს. ის გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპეციალურ პროგრამაში ჩაერთვება. ამას გარდა, კლოზე უკვე მართავს კონსულტაციებს ბუნდესმწვრთნელ იოახიმ ლიოვთან, რის შემდეგაც, შესაძლოა, ეროვნულ გუნდში გარკვეული ფუნქციაც დაეკისროს.

კლოზეს პროფესიული კარიერა 1998 წელს "ჰომბურგ 08"-ში დაიწყო. შემდეგ 5 წელი ითამაშა "კაიზერსლაუტერნში". მერე იყო "ვერდერი", "ბაიერნი" და ბოლოს "ლაციო". ჩემპიონატების მასშტაბით მან 529 მატჩი ჩაატარა და 213 გოლი გაიტანა.

2001-14 წლებში 137
მატჩი (71 გოლი) გამართა გერმანიის ეროვნულ გუნდში, რომელთან ერთადაც 2014 წელს მსოფლიო თასი მოიგო და სანაკრებო ფეხბურთს ჩამოშორდა. იმავე ტურნირზე გატანილი გოლებით (2) კლოზე მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალური ეტაპების საუკეთესო ბომბარდირიც (16 გოლი) გახდა.

ბოლო მუნდიალის დაწყებამდე კი გერმანიის ნაკრების მაისურით 69-ე გოლი გაიტანა, ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი დაამხო და ბუნდესგუნდის ყველა დროის ნომერი პირველი ბომბარდირიც შეიქნა.

დოსიე
მიროსლავ იოზეფ კლოზე
დაიბადა 1978 წლის 9 ივნისს ოპოლეში (პოლონეთი)
პოზიცია: ფორვარდი

საკლუბო კარიერა
1998-99 ჰომბურგ 08 18 (1)
1998-99 ჰომბურგ 08 II 15 (10)
1999-04 კაიზერსლაუტერნი 120 (44)
1999-01 კაიზერსლაუტერნი II 50 (26)
2004-07 ვერდერი 89 (53)
2007-11 ბაიერნი 98 (24)
2011-16 ლაციო 139 (55)

სანაკრებო კარიერა
2001-14 გერმანია 137 (71)

ინდივიდუალური ჯილდოები
გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2006
ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი: 2005-06 (25 გოლი)
მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის ბუცი: 2002 (5 გოლი)
მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს ბუცი: 2006 (5 გოლი)
2002 და 2006 წლებში დასახელებული იყო მსოფლიოს ჩემპიონატების სიმბოლურ ნაკრებში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლეგენდარული მირო კლოზე! ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით
გგგ
17:37 02-11-2016
0
ვალის მოხდის მიზნით დაწერილი სტატია ....
ტიტულები მაიც დაგეწერათ, კაცი 4 მსოფლიო ჩემპიონატზე იყო ზედიზედ მედლის მფლობელი- 2002 - ვერცხლი; 2006-2010 ბრინჯაო; 2014 - ოქრო. ასევე 4 ივე მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი გაიტანა...
გერმანიის 2 გზის ჩემპიონი, 3 გზის თასის მფლობელი
იტალიის თასის მფლობელი

ასევე ერთერთი ფეხბურთელი
8 დან, ვინაც სერია ა-ში, 1 მატჩში 5 გოლი გაიტანა....


გიორგი
12:17 03-11-2016
0

სიახლეები პოპულარული