ბუნდესლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა "ლაიპციგმა" საჩემპიონო მაისურები უკვე დაამზადა

AutoSharing Option
ბუნდესლიგის ახალწვეულმა და ერთ-ერთმა ლიდერმა "ლაიპციგმა", სეზონის დაწყებიდან სულ რაღაც 10 ტურის გასვლის შემდეგ, საჩემპიონო მაისურები უკვე დაამზადა. ამის შესახებ Bild-ი იუწყება.

გუნდი ამჟამად ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ მიუნხენის "ბაიერნს" მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება. ორივე კლუბის აქტივში 24-24 ქულაა.

"ლაიპციგმა" ბუნდესლიგაში ჩატარებული 10 მატჩიდან 7 მოიგო, 3 კი ფრედ დაასრულა. მანამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რალფ ჰაზენჰიუტლმა კითხვაზე, შესწევს თუ არა მის გუნდს ძალა ჩემპიონობისთვის, უპასუხა, რომ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან
კკკკკ
21:49 10-11-2016
0
წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან
0

სიახლეები პოპულარული