ბუნდესლიგა. XII ტური: "ბაიერნი" გამოფხიზლდა, "ლაიპციგი" აგრძელებს! [VIDEO]

AutoSharing Option
* მიუნხენის "ბაიერნმა" ფრანკ რიბერისთან კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრლივა. ფრანგმა "ბაიერნის" რიგებში 333 მატჩში 108 გოლი გაიტანა და 164 საგოლე პასი გააკეთა.
* ულიო ჰიონესმა ხმების 98,5% მიიღო და 2019 წლამდე კვლავ "ბაიერნის" პრეზიდენტი გახდა.
* "ლაიპციგმა" ზედიზედ მეშვიდე თამაში მოიგო.

ზაფხულში "ფრაიბურგმა" დამაჯერებლად მოიგო მეორე ბუნდესლიგა, ელიტაში აღზევდა და "ლაიპციგს" 5 ქულით გაასწრო. დღეს ეს უკვე დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, ასე იყო. პარასკევს "ლაიპციგი" "ფრაიბურგს" ესტუმრა, ძალიან იოლად, 4:1 დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა. ეს იყო საქსონიელი ხარების ზედიზედ მეშვიდე
მოგება - ლაიპციგელთა ზღაპარი გრძელდება!

მატჩის გმირი კი 20 წლის ტიმო ვერნერი გახდა - თავდამსხმელი, რომელიც წინა სეზონში "შტუტგარტში" თამაშობდა, ეს გუნდი კი მეორე ბუნდესლიგაშია დაქვეითებული. ვერნერი ზაფხულში "ლაიპციგმა" 10 მილიონ ევროდ შეიძინა და ტიმო ჯერჯერობით კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს.

და მას აუცილებლად შეამჩნევს გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი. "ფრაიბურგთან" მატჩის ბედი სწორედ ვერნერმა გადაწყვიტა ორი გოლით და ეს მისი მესამე დუბლი იყო ამ სეზონში.

მართალია, ლიოვი სტადიონზე არ ყოფილა, მაგრამ თუ ვერნერმა ასე გააგრძელა, ვალდებული იქნება, ბუნდესგუნდში უხმოს. ყოველ შემთხვევაში, "ლაიპციგის" სპორტული დირექტორი რალფ რანგნიკი დარწმუნებულია, რომ ტიმო ვერნერი "ლაიპციგის" პირველი ფეხბურთელი იქნება, რომელსაც გერმანიის ნაკრებში გამოიძახებენ.

აღსანიშნავია, რომ ტიმო ვერნერი გერმანიის ჩემპიონატში გუშინ არ გამოჩენილა - დიდი ხანია, ნიჭიერ თავდამსხმელად მიიჩნევა და 17 წლის იყო, როცა "ფრაიბურგს" პირველად შეუსრულა დუბლი (2013 წელს). ვერნერთან ერთად, ლაიპციგელთა რიგებში შესანიშნავი იყო შვედი ფორსბერგიც, რომელმაც ჩვენი გერმანელი კოლეგებისგან საუკეთესო შეფასება დაიმსახურა და კეიტაც, რომელმაც მე-2 წუთზე გახსნა ანგარიში. მომდევნო ტურში ჰაზენჰიუტლის "ხარები" "შალკეს" მასპინძლობენ.

ჰიონესი დაბრუნდა, "ბაიერნმა" მოიგო!
ციხიდან გამოსული ული ჰიონესი ისევ "ბაიერნის" პრეზიდენტი გახდა და რეკორდმაისტერიც მაშინვე გამოვიდა კრიზისიდან. მიუნხენელებს ზედიზედ სამი ოფიციალური მატჩი არ ჰქონდათ მოგებული და შაბათს "ალიანც არენაზე" "ლევერკუზენი" 2:1 დაამარცხეს. თუმცა აქ ისიც უნდა ითქვას, რომ "ბაიერნს" გაუმართლა: 83-ე წუთზე ფოლანდმა რომ ვერ გაიტანა, ეს ხავი მარტინესის დამსახურება გახლდათ, ოღონდ ესპანელმა ხელი გამოიყენა, რაც მსაჯმა ვერ დაინახა. წესით, მარტინესი უნდა გაეძევებინათ და "ბაიერნის" კარში პენალტი უნდა დანიშნულიყო.

ჰაქან ჩალჰანოღლუს გოლის დროს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ბავარიელებს დაცვაში პრობლემები აქვთ. წინა კვირაში კარლ-ჰაინც რუმენიგემ ჯერომ ბოატენგი მაგრად გააკრიტიკა და ამ უკანასკნელმაც გასცა პასუხი, "ლევერკუზენთან" კი ბოატენგს არ უთამაშია. ფაქტი ერთია: ბოლო 12 ოფიციალური მატჩიდან "ბაიერნმა" მხოლოდ ერთში შეინახა კარი მშრალად!

ჰიონესი "ბაიერნის" პრეზიდენტად პარასკევს აირჩიეს. მატჩის შემდეგ ული გასახდელში ჩავიდა და ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცა. ხასიათი გამოუკეთდა "ბაიერნის" თავკაც კარლო ანჩელოტისაც, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში, "როსტოვთან" სამარცხვინო მარცხის (2:3) შემდეგ, ძირითადი შემადგენლობა 7 პოზიციაზე შეცვალა.

"შესანიშნავად არც დღეს გვითამაშია, მაგრამ არსებობს ფაზები, როცა შედეგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კარგად თამაში. მთავარია, რომ მოვიგეთ", - განაცხადა მატჩის შემდეგ მიუნხენელთა იტალიელმა დამრიგებელმა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"აინტრახტი" აღარ ხუმრობს
გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატმა სენსაციებს მიგვაჩვია და "ლაიპციგის" ლიდერობის ფონზე რა უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ მაინც: ნოემბრის აღმოჩენა ბუნდესლიგაში უდავოდ ფრანკფურტის "აინტრახტია".

ნიკო კოვაჩის გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, ამჯერად თვით დორტმუნდის "ბორუსია" დაამარცხა და უკვე მე-4 ადგილზეა! ფრანკფურტელებს 12 ტურის შემდეგ მხოლოდ ორი მატჩი აქვთ წაგებული და "ბაიერნს" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან, "ლაიპციგს" კი - ექვსით. "დორტმუნდში" კი კრიზისი დაბრუნდა - არადა, "ბაიერნთან" უმნიშვნელოვანესი მოგების (1:0) შემდეგ ყველა ფიქრობდა, რომ თომას ტუხელის გუნდს აღმასვლა დაეწყებოდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლაიპციგთან" ერთად კვლავ დაუმარცხებელია "ჰოფენჰაიმი", რომელმაც ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა (მიონხენგლადბახში 0:0), "ჰამბურგი" კი მოუგებელ აუტსაიდერად რჩება (2:2 ჩრდილოეთის დერბიში "ვერდერთან").

XII ტური

ფრაიბურგი-ლაიპციგი 1:4
გოლები: 0:1 კეიტა (2), 1:1 ნიდერლეხნერი (15), 1:2 ვერნერი (21), 1:3 ვერნერი (35), 1:4 ზაბიტცერი (79)
ფრაიბურგი (5-3-2): შვოლოვი - პ. შტენცელი, ჰიოფლერი, ტორეხონი (46. ჰაბერერი), გულდე (70. ფიორენბახი), გიუნტერი - ფრანტცი, აბრაში, გრიფო - ნიდერლეხნერი, პეტერსენი (77. მიოლერ დელი).
ლაიპციგი (4-2-2-2): გულაჩი - შმიტცი, ილსანკერი, ორბანი, ჰალსტენბერგი - დემე, კეიტა - ზაბიტცერი (87. ხედირა), ფორსბერგი - ვერნერი (84. ზელკე), პოულსენი (78. ბურკი).
გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 4-5; ჯარიმა: 10-16; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 9(3)-16(7); ბურთის ფლობა: 52%-48%; მაყურებელი: 24 000

გლადბახი-ჰოფენჰაიმი 1:1
გოლები: 1:0 დაუდი (25), 1:1 ამირი (53)
გლადბახი (4-2-1-2-1): ზომერი - ელვედი, ა. კრისტენსენი, ვესტერგაარდი, ვენდტი - შტრობლი, კრამერი (87. იანჩკე) - დაუდი - აზარი (75. ფ. ჯონსონი), შტინდლი (87. ჰანი) - რაფაელი.
ჰოფენჰაიმი (5-2-3): ბაუმანი - კადერაბეკი, ზიულე, შერი (46. ამირი), ბ. ჰიუბნერი, ცუბერი (58. ტოლიანი) - პოლანსკი, რუდი - კრამარიჩი, ვაგნერი, სალაი (46. უთი).
გაფრთხილება: 0-2; კუთხური: 2-6; ჯარიმა: 8-17; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 16(8)-15(4); ბურთის ფლობა: 45%-55%; მაყურებელი: 51 086

კიოლნი-აუგსბურგი 0:0
კიოლნი (4-2-2-2): კესლერი - სიორენსენი, მავრაი, ჰაინტცი, რაუში - ჰიოგერი (57. რუდნევსი), ი. ჰექტორი - რისსე, ცოლერი (65. ჰარტელი) - მოდესტე, ოსაკო (85. იოზჩანი).
აუგსბურგი (4-4-2): ჰიტცი - ვერჰეგი, იანკერი, ჰინტერეგერი, სტაფილიდისი - შმიდი (71. ტაიგლი), კორი, დ. ბაიერი, მაქსი (78. უსამი) - ჰალილ ალთინთოფი (91. კაჩარი), ჟი.
გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 3-5; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 18(5)-13(2); ბურთის ფლობა: 64%-36%; მაყურებელი: 50 000

ჰამბურგი-ვერდერი 2:2
გოლები: 1:0 გრეგორიჩი (3), 1:1 ბარტელსი (14), 2:1 გრეგორიჩი (28), 2:2 გნარბი (45)
ჰამბურგი (4-2-3-1): მათენია - დიკმაიერი (64. ვალდშმიდტი), ჯურუ, იუნგი, დუგლას სანტოსი - გ. საკაი, ოსტჟოლეკი - ნ. მიულერი, ჰოლტბი, კოსტიჩი - გრეგორიჩი (82. ლასოგა).
ვერდერი (4-1-4-1): დრობნი - ბაუერი, ველიკოვიჩი, მოისანდერი, გარსია - პეცოსი (46. ბარგფრედე) - ბარტელსი (88. ჰაიროვიჩი), ფრიტცი, იუნუზოვიჩი, გნარბი (69. პსიარო) - კრუზე.
გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 5-3; ჯარიმა: 17-12; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 17(7)-12(4); ბურთის ფლობა: 51%-49%; მაყურებელი: 55 237

ინგოლშტადტი-ვოლფსბურგი 1:1
გოლები: 1:0 ა. იუნგი (31), 1:1 დ. კალიჯური (78)
ინგოლშტადტი (4-2-3-1): ჰანზენი - ჰადერგონაი, მ. მატიპი, ტისერანდი, ზუტნერი - კოენი, როჯერი - ლეკიე, პ. გროსი (90. ლაიპერტცი), ა. იუნგი (67. ჰინტერზეერი) - ჰარტმანი (76. ლესკანო).
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - სეგუინი, ბრუმა, როდრიგესი, გერჰარდტი - ლუის გუსტავო, გილავოგი - დიდავი (46. მაიორალი), არნოლდი (46. დ. კალიჯური), დრაქსლერი (74. მ. შეფერი) - გომესი.
მე-18 წუთზე ჰარტმანმა (ინგოლშტადტი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 4-5; ჯარიმა: 12-19; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 20(5)-11(3); ბურთის ფლობა: 39%-61%; მაყურებელი: 13 521

აინტრახტი-დორტმუნდი 2:1
გოლები: 1:0 ჰუსტი (46), 1:1 ობამეიანგი (77), 2:1 სეფეროვიჩი (79)
აინტრახტი (3-4-3): ჰრადეცკი - მ. ჰექტორი, აბრაამი, ვალეხო - ჩენდლერი, ჰასებე, ჰუსტი (82. ბარკოკი), ოჩიპკა - ფაბიანი (94. ჰრგოტა), ა. მაიერი (71. სეფეროვიჩი), გაჩინოვიჩი.
დორტმუნდი (4-1-2-3): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სოკრატისი, გინტერი, შმელცერი - ვაიგლი (58. როდე) - კასტრო, გიოტცე - რამოსი (58. როისი), ობამეიანგი, შიურლე (58. დემბელე).
გაფრთხილება: 4-3; კუთხური: 4-5; ჯარიმა: 18-13; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 12(4)-12(5); ბურთის ფლობა: 32%-68%; მაყურებელი: 51 500

ბაიერნი-ლევერკუზენი 2:1
გოლები: 1:0 ტიაგო ალკანტარა (30), 1:1 ჩალჰანოღლუ (35), 2:1 ჰუმელსი (56)
ბაიერნი (4-3-3): ნოიერი - კიმიხი, ხავი მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა - ლამი (82. ვიდალი), ჩაბი ალონსო, ტიაგო ალკანტარა - თ. მიულერი (65. რობენი), ლევანდოვსკი, დუგლას კოშტა (74. რიბერი).
ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - ჰენრიხსი, თაა, დრაგოვიჩი, ვენდელი - არანგისი, კამპლი - ჰავერტცი, ჩალჰანოღლუ - ბრანდტი (59. ფოლანდი), მეჰმედი (59. ჩიჩარიტო).
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 6-3; ჯარიმა: 8-11; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 13(8)-13(4); ბურთის ფლობა: 56%-44%; მაყურებელი: 75 000

შალკე-დარმშტადტი 3:1
გოლები: 0:1 ჰელერი (6), 1:1 კოლაშინაცი (26), 2:1 ჩუპო-მოტინგი (60), 3:1 შიოპფი (90)
შალკე (3-5-1-1): ფერმანი - ჰიოვედესი, ნალდო, ნასტასიჩი - შიოპფი, გორეტცკა (46. კონოპლიანკა), გაისი, ბენტალები (68. სტამბული), კოლაშინაცი - მ. მაიერი (88. აოგო) - ჩუპო-მოტინგი.
დარმშტადტი (4-2-3-1): ესერი - ფედეცკი, მილოშევიჩი, ზულუ, გუვარა - იუნგვირთი (85. შტრო-ენგელი), ვრანჩიჩი - სირიგუ (74. ოლიინიკი), ბენ-ჰატირა (54. ობინა), ჰელერი - ჩოლაკი.
28-ე წუთზე ჩუპო-მოტინგმა (შალკე) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარემ აიღო)
გაფრთხილება: 0-2; კუთხური: 5-6; ჯარიმა: 8-13; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 20(7)-9(2); ბურთის ფლობა: 67%-33%; მაყურებელი: 58 703

ჰერტა-მაინცი 2:1
გოლები: 0:1 სეიდელი (25), 1:1 იბიშევიჩი (36), 2:1 იბიშევიჩი (67)
ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - პეკარიკი, ს. ლანგკამპი, ბრუკსი, პლატენჰარდტი - შტარკი, ლუსტენბერგერი - ჰარაგუჩი, შტოკერი (64. დარიდა/92. ესვაინი), კალუ (82. შიბერი) - იბიშევიჩი.
მაინცი (4-2-3-1): ლიოსლი - დონატი, ბალოგუნი, ბუნგერტი, ბუსმანი (85. ლატცა) - რამალიო, გბამინი - იოზთუნალი (75. კორდობა), მალი, დე ბლაზისი (85. ონისივო) - სეიდელი.
გაძევება: იბიშევიჩი (74) - გბამინი (62)
გაფრთხილება: 1-0; კუთხური: 5-3; ჯარიმა: 12-23; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 16(5)-9(4); ბურთის ფლობა: 65%-35%; მაყურებელი: 37 852

ბომბარდირები:
13 პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი)
12 ანტონი მოდესტე (კიოლნი)
8 ვედად იბიშევიჩი (ჰერტა)
7 რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)
7 ტიმო ვერნერი (ლაიპციგი)

მომდევნო ტური
2 დეკემბერი:
მაინცი-ბაიერნი;

3 დეკემბერი:
დორტმუნდი-გლადბახი, ლევერკუზენი-ფრაიბურგი, ვოლფსბურგი-ჰერტა, ვერდერი-ინგოლშტადტი, ჰოფენჰაიმი-კიოლნი, ლაიპციგი-შალკე;

4 დეკემბერი:
დარმშტადტი-ჰამბურგი, აუგსბურგი-აინტრახტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული