ბუნდესლიგა. XIV ტური: "ბაიერნმა" მოიგო და პირველია [VIDEO]

AutoSharing Option
10 დეკემბერს გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

ლიდერმა და დაუმარცხებელმა "ლაიპციგმა" სტუმრად აუტსაიდერ "ინგოლშტადთან" 0:1 წააგო. "ლაიპციგის" კარში გადამწყვეტი გოლი ბრაზილიელმა როჟერმა გაიტანა.

ამით ისარგებლა "ბაიერნმა", რომელმაც 5:0 გაანადგურა "ვოლფსბურგი", ქულებით გაასწრო "ლაიპციგს" და უკეთესი სხვაობის გამო პირველზე გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ თომას მიულერმა პირველი გოლი გაიტანა ბუნდესლიგის ამ სეზონში, დუბლი შეასრულა რობერტ ლევანდოვსკიმ, თითო გოლი კი არიენ რობენისა და დუგლას კოშტას ანგარიშზეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კარლო ანჩელოტი (ბაიერნი): "დღეს ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ. 1:0-ის მერეც ყველაფერს ვაკონტროლებდით მოედანზე. თუმცა
ერთი-ორი გოლი ფორტუნას დახმარებით გავიტანეთ. ძალიან მიხარია, რომ მიულერმა გაიტანა. გოლი მას შეეშველება, თუმცა იგი ისედაც კარგად თამაშობდა. მიულერი გუნდური ტიპის ფეხბურთელია. დღევანდელი ტაქტიკური სქემა "ბაიერნის" ფეხბურთელებისთვის კომფორტულია".

დორტმუნდის "ბორუსია" მარცხისგან მარკო როისმა იხსნა უკანასკნელ წუთზე "კიოლნთან" საგარეო მატჩში - 1:1. მასპინძლები ლატვიელი არტიომ რუდნევსის გოლის წყალობით იგებდნენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შაბათი. 10 დეკემბერი
ბაიერნი-ვოლფსბურგი 5:0
გოლები: 1:0 რობენი (18), 2:0 ლევანდოვსკი (22), 3:0 ლევანდოვსკი (58), 4:0 მიულერი (76), 5:0 დ. კოშტა (86)

კიოლნი-დორტმუნდი 1:1
გოლები: 1:0 რუდნევსი (28), 1:1 როისი (90)
გაძევება: ოზკანი (94. კიოლნი)

ჰამბურგი-აუგსბურგი 1:0
გოლი: 1:0 კოსტიჩი (68)
გაძევება: ჰოლტბი (44. ჰამბურგი)

ინგოლშტადტი-ლაიპციგი 1:0
გოლი: 1:0 როჟერი (12)
გაძევება: ლეცკი (94. ინგოლშტადტი)

ფრაიბურგი-დარმშტადტი 1:0
გოლი: 1:0 პეტერსენი (86)

ჰერტა-ვერდერი 0:1
გოლი: 0:1 კრუზე (41)

პარასკევი. 9 დეკემბერი
აინტრახტი-ჰოფენჰაიმი 0:0

კვირა. 11 დეკემბერი
გლადბახი-მაინცი 18:30
შალკე-ლევერკუზენი 20:30

1. ბაიერნი - 33 ქულა; 2. ლაიპციგი - 33; 3. ჰერტა - 27; 4. ჰოფენჰაიმი - 26; 5. აინტრახტი - 26.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული