რობერტ ლევანდოვსკი "ბაიერნში" დიდი ხნით დარჩა

AutoSharing Option
რობერტ ლევანდოვსკიმ მიუნხენის "ბაიერნთან" კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა. პოლონელი ფორვარდი რეკორდმაისტერში 2014 წელს "დორტმუნდიდან" გადმობარგდა. "ბაიერნის" მაისურით ჩატარებულ 122 შეხვედრაში 28 წლის გოლეადორის ანგარიშზე 86 ბურთია.

"ძალიან გახარებული ვარ, მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბაიერნში" კიდევ რამდენიმე წელი ვითამაშებ" - ამბობს ლევანდოვსკი.

მიუნხენელთა თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე: "ბედნიერები ვართ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდი კიდევ დიდი ხნით დავიბევეთ. ახლა გვაქვს გარანტია, რომ კიდევ ერთმა წამყვანმა მოთამაშემ დაუკავშირა რამდენიმე წლით კლუბს თავისი მომავალი".

სხვათა შორის, ლევანდოვსკიმ "ოქროს ბურთთან"
დაკავშირებით იხუმრა და კრიშტიანო რონალდოსთვის ამ ჯილდოს მეოთხედ გადაცემის მერე საკუთარ "თვითერზე" ერთი სიტყვა დაწერა: "კაბარე". მოგვიანებით კი "ფრანს ფუტბოლი" მონიშნა და ხარხარის სიცილაკები მიახატა.

მიუხედავად იმისა, რომ პოლონელმა წინა სეზონში 42 გოლი გაიტანა, ხსენებულ გამოკითხვაში იგი მე-16 ადგილზე გავიდა და ვერც ბუნდესლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის იყო პირველი, რადგან მასზე წინ, კერძოდ კი, მე-11 ადგილზე პიერ-ემერიკ ობამეიანგი ვიხილეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული