იულიან დრაქსლერის დილემა - "არსენალი" თუ პსჟ?

AutoSharing Option
იულიან დრაქსლერმა "არსენალს" შესაძლოა, "პარი სენ-ჟერმენი" ამჯობინოს. ამის შესახებ მისმა აგენტმაც ისაუბრა და დაადასტურა, რომ მან "ვოლფსბურგში" უკანასკნელი მატჩი უკვე ჩაატარა.

საქმე ის არის, რომ 23 წლის შემტევმა საჯაროდაც გამოთქვა "მგლებიდან" წასვლის სურვილი და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილი ჰქონდა. კლუბის უფროსობას ეს არ მოეწონა, მხარეებს შორის ურთიერთობა უფრო დაიძაბა და დრაქსლერი გუნდიდან მოკვეთეს.

ასე რომ, იულიანის იანვარშივე წასვლა გადაწყდა. "ვოლფსბურგს" დრაქსლერის სანაცვლოდ 34 მილიონი ფუნტის გამომუშავება სურს, პარიზელებს კი ცოტა ნაკლების გადახდა სურთ. პსჟ ახლა იულიანისთვის ბრძოლაში ფავორიტად ითვლება, რადგან
თავად ფეხბურთელსაც უფრო ფრანგული ვარიანტი იზიდავს, რომელიც ფინანსურადაც უფრო სარფიანია.

"მესმის ფანების უკმაყოფილების და იმისიც, რომ მათი ნაწილი ობსტრუქციას მიწყობდა. თუმცა ეს მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა და, რა თქმა უნდა, კარგად თამაშში ვერ დამეხმარებოდა. მე თავიდანვე ვთქვი, რასაც ვფიქრობდი, ზაფხულშივე აღვნიშნე, რომ წასვლას ვაპირებდი. ჩემი აზრით, გულახდილობა ჯობდა" - განაცხადა დრაქსლერმა.

"ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არაფერია, იულიანი ფიქრობს. იგი "პარი სენ-ჟერმენსა" და "არსენალს" შორის ირჩევს. ყველაფერი მალე გაირკვევა. ახლა ზუსტად მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დრაქსლერმა უკვე ჩაატარა თავისი ბოლო მატჩი "ვოლფსბურგის" რიგებში" - აღნიშნა ფეხბურთელის წარმომადგენელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული