შაბათსაც "ჩელსიმ" მორიგი გაკვეთილი ჩაატარა თამაშის სწორ ორგანიზებაში, მომენტების რაციონალურად გამოყენებაში... ყველა იმ კომპონენტში, რაც აუცილებელია თუნდაც ერთი ლოკალური გამარჯვებისთვის.
ეს გამარჯვება კი ზედიზედ მე-9 იყო "სტემფორდ ბრიჯზე". ამ მატჩებში "ჩელსიმ" შესაშური შედეგიანობაც აჩვენა - 27:4. საპირისპიროდ
ვენგერი ვახსენეთ და, "სტემფორ ბრიჯის" ტრიბუნებზე "მეთოფეთა" ფანების ერთმა ნაწილმა ბანერი გამოფინა მწვრთნელის გადადგომის მოთხოვნით - "საკმარისია, დროა, წახვიდეთ"...
ვენგერმა, რომელიც ახლა 4-მატჩიან დისკვალიფიკაციას იხდის, პირველ გოლზე დაიჩივლა - ბოლო დარტყმის მომენტში მარკოს ალონსომ (ვინც შემდეგ ექტორ ბელერინს მიაყენა ტრავმა და მოედნის დატოვება აიძულა) წესები დაარღვიაო... თუმცა შემდეგ მოსიე არსენმა მარცხის უფრო ზუსტ მიზეზსაც მიაგნო:
"თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ, მეორე გოლმა კი საბოლოოდ მოკლა ჩვენი იმედები".
ახლა კონტესაც მოვუსმინოთ: "ძალიან საჭირო თამაში და საჭირო გამარჯვება იყო. "არსენალს" ჩვენ ყოველთვის კონკურენტად განვიხილავდით და ამ გუნდის 12 ქულით ჩამოტოვება, თავისთავად, ბევრ რამეზე მეტყველებს... ბოლო ოთხ დღეში ჩვენ გვქონდა ორი მძიმე მატჩი ორ ძალიან დიდ გუნდთან და ვფიქრობ, დავამტკიცეთ, რომ დამსახურებულად ვართ ცხრილის სათავეში. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა პირველი გოლის ეპიზოდში ჯარიმა, ამაზე ასე გიპასუხებთ: ინგლისში ასეთ დროს ჯარიმას არასოდეს ნიშნავენ"...
"ჰალთან" წაგების (0:2) შემდეგ ჩემპიონობაზე ოცნებას უნდა შეეშვას "ლივერპულიც". გამართლდა ის, რასაც ვამბობდით - იურგენ კლოპს მოკლე სათადარიგო სკამი ჰყავს და ერთ დროს ბრწყინვალედ მოთამაშე გუნდი რაღაც ეტაპზე აუცილებლად დაამუხრუჭებდა. ეს ეტაპი უკვე დგას - რაც 2017 წელი შემობრძანდა, "წითლებს" პრემიერლიგაში ერთი თამაშიც არ მოუგიათ.
"ჩელსისთან" ახლა ყველაზე ახლოს (-9) არის "ტოტენჰემი", რომელსაც "მიდლსბროსთან" შაბათის საშინაო მატჩში კოლოსალური უპირატესობა ჰქონდა, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ჰარი კეინის მიერ პენალტით გატანილ ერთადერთ გოლში აისახა.
"მანჩესტერ სიტი" უხერხულობისგან ახალშეძენილმა გაბრიელ ჟეზუშმა იხსნა. ყოჩაღმა ბრაზილიელმა ორ მატჩში უკვე 3 გოლს მოუყარა თავი და საგონებელში ჩააგდო პეპ გვარდიოლა - რა უყოს სერხიო აგუეროს, რომელიც ძირითადში ადგილს კარგავს?! ის ამშვიდებს ფანებს იმით, რომ ჟეზუშისა და აგუეროს სასტარტოში ერთად დაყენება სრულიად შესაძლებელია. კი ბატონო, მაგრამ ამისთვის პეპს სათამაშო სქემის შეცვლა მოუწევს. შეცვლის ვითომ?
"ლესტერმა" ზედიზედ მე-4 მატჩი წააგო და სიკვდილს თვალებში ჩახედა - ჯერაც მოქმედი ჩემპიონი გავარდნის რეალური კანდიდატია. რაც შეეხება "მანჩესტერ იუნაიტედს", ჟოზე მოურინიოს "ეშმაკებმა" აგერ უკვე მე-18 მატჩი ჩაატარეს დაუმარცხებლად, მაგრამ რად გინდა - ისევ მე-6 ადგილს ტკეპნიან.
"ვესტ ჰემმა" ბოლო 4 საგარეო მატჩიდან 3 მოიგო და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა სატურნირო ყოფა, რითიც დაამტკიცა, რომ დიმიტრი პაიეს წასვლა აპოკალიფსს ნამდვილად არ მოასწავებს. "საუთჰემპტონს" კი ვერაფერი უშველა "ნაპოლიდან" მოსული მანოლო გაბიადინის სადებიუტო გოლმა.
ბრწყინვალე მატჩი გამოვიდა "გუდისონ პარკზე", სადაც "ევერტონისა" და "ბორნმუთის" მიერ ორგანიზებულ შოუში (6:3) 4 გოლი გაიტანა რომელუ ლუკაკუმ. ბელგიელ ფორვარდს ახლა ერთი გოლი აშორებს დანკან ფერგიუსონის საკლუბო რეკორდის (60 ევერტონული გოლი ინგლისის მთავარი ლიგის ეგიდით) გამეორებამდე.
"სანდერლენდმა" შოკისმომგვრელი ბლიც-კრიგი მოუწყო "კრისტალ პალასს" - 4:0 პირველივე ტაიმში, თან 3 გოლი 6 წუთში! და ეს ყველაფერი მოხდა "არწივებისვე ბუდეში" - "სელჰარსტ პარკზე", სადაც სემ ელარდაისის მოსვლის შემდეგ "კრისტალ პალასს" ჯერაც არ მოუგია.
XXIV ტური
ჩელსი-არსენალი 3:1
გოლები: 1:0 ალონსო (13), 2:0 აზარი (53), 3:0 ფაბრეგასი (85), 3:1 ჟირუ (90)
ჩელსი (3-4-3): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, კეჰილი - მოზესი (88. ზუმა), კანტე, მატიჩი, ალონსო - პედრო (84. ვილიანი), აზარი (84. ფაბრეგასი), დიეგო კოშტა.
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი (17. გაბრიელ პაულისტა), მუსტაფი, კოსიელნი, მონრეალი - ოქსლეიდ-ჩემბერლენი, კოკელენი (65. ჟირუ) - უოლკოტი (70. უელბეკი), იოზილი, ივობი - სანჩესი.
მაყურებელი: 41 490
კრ. პალასი-სანდერლენდი 0:4
გოლები: 0:1 კონე (10), 0:2 ნდონგი (43), 0:3 დეფო (45+1), 0:4 დეფო (45+3)
კრ. პალასი (5-4-1): ჰენესი - ჯ. უარდი, დანი, დელენი (46. თაუნსენდი), ტომკინსი, ვან აანჰოლტი - ზაჰა, მაკარტური (62. რემი), კაბაი (26. ლედლი), ფენჩენი - კ. ბენტეკე.
სანდერლენდი (3-5-1-1): მანონე - კონე, ოში (57. ლესკოტი), დენაიერი - ბ. ჯოუნსი, ნდონგი, როდუელი (52. გიბსონი), ლარსონი, ოვიედო - იანუზაი (78. პიენაარი) - დეფო.
მაყურებელი: 25 310
ევერტონი-ბორნმუთი 6:3
გოლები: 1:0 ლუკაკუ (1), 2:0 მაკკარტი (24), 3:0 ლუკაკუ (29), 3:1 ჯ. კინგი (60), 3:2 ჯ. კინგი (70), 4:2 ლუკაკუ (83), 5:2 ლუკაკუ (85), 5:3 არტერი (90), 6:3 ბარკლი (90+4)
ევერტონი (4-3-3): რობლესი - კოულმენი, უილიამსი, მორი, ბეინსი - მაკკარტი (61. თ. დევისი), ბერი, შნეიდერლინი - ლუკმენი, ბარკლი, ლუკაკუ.
ბორნმუთი (3-5-1-1): ბორუცი - ფრენსისი (46. სმიტი), კუკი, მინგსი - ფრეიზერი, არტერი, სიურმენი, გოსლინგი (46. იბე), პაფი - უილშირი - ჯ. კინგი.
მაყურებელი: 39 026
ჰალი-ლივერპული 2:0
გოლები: 1:0 ნდიაიე (44), 2:0 ნიასე (84)
ჰალი (4-2-3-1): იაკუპოვიჩი - ელაბდელაუი, რანოკია, მაგუაირი, რობერტსონი - ჰადლსტოუნი, გროსიცკი (80. მეილერი) - ნდიაიე, ევანდრუ (62. ტაიმონი), კლუკასი - ერნანდესი (65. ნიასი).
ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი, მატიპი, ლუკას ლეივა, მილნერი (83. მორენო) - ლალანა (83. ორიგი), ჰენდერსონი, ჩანი (67. სტარიჯი) - მანე, კოუტინიო, ფირმინო.
მაყურებელი: 24 822
საუთჰემპტონი-ვესტ ჰემი 1:3
გოლები: 1:0 გაბიადინი (12), 1:1 ე. ქეროლი (14), 1:2 ობიანგი (45), 1:3 ნოუბლი (52)
საუთჰემპტონი (4-3-3): ფ. ფოსტერი - სედრიკი, სტივენსი, იოშიდა, ბერტრანდი - ს. დევისი, უარდ-პროუსი, რომეუ - ბუფალი (63. ლონგი), როდრიგესი (46. რედმონდი), გაბიადინი.
ვესტ ჰემი (4-4-2): რენდოლფი - კუიატე (72. კოლინზი), ფონტე, რიდი, კრისუელი - ფეგული (90. კალერი), ნოუბლი, ობიანგი, სნოდგრასი - ანტონიო, ე. ქეროლი (56. ლანძინი).
მაყურებელი: 31 891
უოტფორდი-ბარნლი 2:1
გოლები: 1:0 დინი (10), 2:0 ნიანგი (45), 2:1 ბარნსი (78-პენ)
უოტფორდი (4-3-3): გომეში - კეტკარტი, ქაბული, პრიოდლი, ჰოლებასი - კაპუ, ბეჰრამი (65. დუკური), ქლევერლი - ნიანგი (81. საჩისი), დინი, სარატე (87. იანმაატი).
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი - ლოუტონი, კინი, მი, ს. უარდი - ბოიდი (86. ვოუკსი), ბარტონი, ჰენდრიკი, არფილდი (77. ვესტვუდი) - ბარნსი, ე. გრეი (55. ბრეიდი).
გაძევება: ჰენდრიკი (6. ბარნლი)
მაყურებელი: 20 178
ვესტ ბრომვიჩი-სტოკი 1:0
გოლი: 1:0 მორისონი (6)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ბ. ფოსტერი - ნიომი, კ. დოუსონი, მაკოული, ბრანტი - ლივერმორი, დ. ფლეტჩერი - ფილიპსი (87. რობსონ-კანუ), მორისონი (89. ფილდი), ჩადლი (66. მაკკლინი) - რონდონი.
სტოკი (4-2-3-1): გრანტი - ბერდსლი, შოუკროსი, მარტინს ინდი, პიტერსი - უელანი, ადამი (58. დიუფი) - აფელაი (69. ნგოი), ალენი, არნაუტოვიჩი - კრაუჩი (58. ბერაჰინო).
მაყურებელი: 25 360
ტოტენჰემი-მიდლსბრო 1:0
გოლი: 1:0 კეინი (58-პენ)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, დაიერი, ალდერვეირელდი, ბ. დევისი - დემბელე, ვანიამა - ერიქსენი, ალი (88. უინქსი), სონი (81. სისოკო) - კეინი (90. იანსენი).
მიდლსბრო (4-3-3): ვალდესი - ჩემბერსი, ესპინოსა, გიბსონი, ფაბიო - დე როონი, კლეიტონი, ფორშოუ (62. გედიურა) - ტრაორე (79. ბემფორდი), დაუნინგი (62. სტუანი), ნეგრედო.
მაყურებელი: 31 949
მანჩესტერ სიტი-სუონსი 2:1
გოლები: 1:0 გაბრიელ ჟეზუში (11), 1:1 სიგურდსონი (81), 2:1 გაბრიელ ჟეზუში (90+2)
სიტი (4-3-3): კაბალიერო - ფერნანდინიო, სტოუნზი, კოლაროვი, კლიში - დე ბრუინი (78. საბალეტა), ტურე, დავიდ სილვა (90. ფერნანდო) - სტერლინგი (83. აგუერო), სანე, გაბრიელ ჟეზუში.
სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი - ნაფტონი, ფ. ფერნანდესი, მოუსონი, ოლსონი - ფერი, კორკი, ტ. ქეროლი (75. ნ. დაიერი) - რუტლიჯი (65. ნარსინგი), სიგურდსონი, ფერნანდო ლორენტე (83. ბასტონი).
მაყურებელი: 54 065
ლესტერი-მანჩესტერ იუნ 0:3
გოლები: 0:1 მხითარიანი (42), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (44), 0:3 მატა (49)
ლესტერი (4-2-3-1): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუთი, ფუხსი - დრინკუოტერი, ნდიდი - მაჰრეზი, ოკაზაკი (46. დ. გრეი), მუსა (46. ე. კინგი) - ვარდი.
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ა. ვალენსია, ბაილი, სმოლინგი, როხო (46. ბლინდი) - ერერა, პოგბა - მხითარიანი, მატა (77. ფელაინი), რაშფორდი (83. იანგი) - იბრაჰიმოვიჩი.
მაყურებელი: 32 072
ბომბარდირები: 16 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 15 - დიეგო კოშტა (ჩელსი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნ), ალექსის სანჩესი (არსენალი); 14 - ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 11 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), დელე ალი (ტოტენჰემი); 10 - ედენ აზარი (ჩელსი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"