ჟოზე მოურინიოს "ოლდ ტრაფორდზე" ფესვების გადგმა სურს

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. პორტუგალიელს უნდა, რომ მოქმედ სამწლიან შეთანხმებას კიდევ ერთი დაემატოს და ამ საკითხზე იგი კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას ზაფხულში დაიწყებს.

"განსაკუთრებულს" ტრანსფერებზეც ეფიქრება, მაგრამ ასევე, ამჟამინდელი შემადგენლობის გამორჩეული ფეხბურთელების შენარჩუნებაზეც უნდა იფიქროს, რადგან მადრიდის "რეალი" არ ეშვება და არ ივიწყებს დავიდ დე ხეას, რომელსაც თავის დროზე ძალიანაც უნდოდა "სამეფო კლუბში" გადაბარგება. ესპანური გრანდი დე ხეას ან "ჩელსის" ტიბო კურტუას მოთაფვლას ცდილობს.

მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ კი კიდევ ერთხელ უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ ანტუან
გრიზმანი კარიერას "ოლდ ტრაფორდზე" გააგრძელებს. სერესოს თქმით, ფრანგი ამ "პატარა გუნდში" არ გადავა. ამით იგი ნამდვილად გააღიზიანებდა ინგლისის ჩემპიონატის ყველაზე მეტჯერ (20) მომგებ კლუბსა და მის ფანებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული