"ლესტერმა" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კლაუდიო რანიერი გაათავისუფლა

AutoSharing Option
ინგლისურმა "ლესტერ სიტიმ" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იტალიელი კლაუდიო რანიერი გაათავისუფლა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

ეს გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მიიღო. "ლესტერი" ამჟამად ინგლისის პრემიერლიგაში მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონასთან 1 ქულა აშორებს.

შეგახსენებთ, რომ რანიერიმ "ლესტერი" 2015 წლის ივლისში ჩაიბარა და ეს კლუბი ისტორიაში პირველად გახადა პრემიერლიგის ჩემპიონი. გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობით "ლესტერი" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, სადაც მეტოქედ ესპანური "სევილია" ერგო. პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის ესპანეთში ანდალუსიელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

ფიფამ რანიერი 2016 წლის
საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
საპასუხო თამაში მაინც ეცლიათ :-)
რეზო
12:47 24-02-2017
0
ესენი ვერ არიან კარგად კაცმა არაფრისგან გუნდს პრემიერ ლიგა მოაგებინა,"სევილიასთანაც"არც თუ ისე ცუდი შედეგი დადო...მსოფლიოში ფეხბურთემებთან მიდგომის მხრივ ერთერთი გამორჩეული მწვრთნელია.ეტყობა გაიგეს გროზნი რომ თავისუფალია და ემანდ არავინ დაგვასწროსო...
კახა ქირია
15:29 24-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული