პრემიერლიგა. XXVI ტური: ესპანელთა ზეობა "სტემფორდ ბრიჯზე" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 თებერვალს ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

ჩემპიონატის ლიდერმა "ჩელსიმ" 3:1 დაამარცხა "სუონსი". აღსანიშნავია, რომ ამ თამაშში ოთხივე გოლი ესპანელებმა გაიტანეს. ჯერ სესკ ფაბრეგასმა გამოიჩინა თავი, შემდეგ ფერნანდო ლორენტემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა "ჩელსის" გამარჯვება.

მეორე ტაიმში მატჩის ბედი პედრო როდრიგესმა და დიეგო კოშტამ გადაწყვიტეს.

ანტონიო კონტე (ჩელსი): "გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ "ჩელსი" აუცილებლად გახდება ინგლისის ჩემპიონი. მთელი სეზონი კონცენტრაციის და დისციპლინის შენარჩუნება ძალზე ძნელია".

"ევერტონმა" 2:0 დაამარცხა აუტსაიდერი "სანდერლენდი". თავისი მორიგი გოლი გაიტანა რომელუ ლუკაკუმ. ამით ბელგიელმა
მე-60 გოლი გაიტანა ლივერპულელთა შემადგენლობაში და ამით დანკან ფერგიუსონის საკლუბო რეკორდი გაიმეორა.

შაბათი. 25 თებერვალი
ჩელსი-სუონსი 3:1
გოლები: 1:0 ფაბრეგასი (19), 1:1 ფ. ლორენტე (45), 2:1 პედრო (72), 3:1 დიეგო კოშტა (84)

კრ. პალასი-მიდლსბრო 1:0
გოლი: 1:0 ვან აანჰოლტი (34)

ევერტონი-სანდერლენდი 2:0
გოლები: 1:0 გიე (40), 2:0 ლუკაკუ (80)

ჰალი-ბარნლი 1:1
გოლები: 1:0 ჰადლსტოუნი (72-პენ), 1:1 კინი (76)
გაძევება: ბარნსი (92. ბარნლი)

საუთჰემპტონი-არსენალი გადაიდო

ვესტ ბრომვიჩი-ბორნმუთი 2:1
გოლები: 0:1 ჯ. კინგი (5-პენ), 1:1 დოუსონი (10), 2:1 მაკოული (21)

უოტფორდი-ვესტ ჰემი 1:1
გოლები: 1:0 დინი (3-პენ), 1:1 ა. აიუ (73)
გაძევება: ანტონიო (86. ვესტ ჰემი)

კვირა. 26 თებერვალი
ტოტენჰემი-სტოკი 17:30
სიტი-იუნაიტედი გადაიდო

ორშაბათი. 27 თებერვალი
ლესტერი-ლივერპული 23:59

ლიგის თასი. ფინალი
კვირა. 26 თებერვალი
მანჩესტერი-საუთჰემპტონი 20:30

1. ჩელსი - 63 ქულა; 2. სიტი - 52; 3. ტოტენჰემი - 50; 4. არსენალი - 50; 5. ლივერპული - 49.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული