პრემიერლიგა. XXVI ტური: კეინის 3, 100 და 86 [VIDEO]

AutoSharing Option
სათასო ბატალიების გამო ამ უქმეებზე პრემიერლიგა ორი მატჩით შეიკვეცა (არადა, ამ ტურში გვიწევდა სწორედ მანჩესტერული დერბი), რითიც ისარგებლა კიდეც "ჩელსიმ" და შაბათ საღამოსთვის მდევრები 11 ქულით ჩამოიტოვა...

თუმცა "სუონსისთან" 3 ქულა იოლად არ მოსულა. მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე გამარჯვებულის ვინაობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. დავამატოთ ამას ისიც, რომ სტუმარს არ დაუნიშნეს აშკარა პენალტი იმ ეპიზოდში, როცა "ჩელსის" მცველმა სესარ ასპილიკუეტამ საჯარიმოში ხელით ითამაშა...

ერთი სიტყვით, გადარჩენისთვის მებრძოლმა უელსურმა კლუბმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია ანტონიო კონტეს მრისხანე ლაშქარს, რომელმაც, ვაღიაროთ,
ცოტათი დაკარგა ის ხიბლი, რითიც ნოემბერ-დეკემბერში გვაოცებდა. თუმცა "ჩელსი" მოსაგებს მაინც იგებს და ისიც დიდი შეღავათია, ევროტურნირებზე რომ არ თამაშობს, თორემ მოკლე სკამი ამდენს ვერ გაუძლებდა...

რამდენიმე ფაქტიც აღვნიშნოთ. სესკ ფაბრეგასმა პრემიერლიგაში მე-300 მატჩი ჩაატარა და ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას გოლიც მიუძღვნა...

"სუონსის" შემტევი გილფი სიგურდსონი კი, ვისი პასითაც ფერნანდო ლორენტემ ანგარიში გაათანაბრა, ის ფეხბურთელი შეიქნა, ვისზე მეტი საგოლე გადაცემა (9, კევინ დე ბრუინთან ერთად) წლევანდელ პრემიერლიგაში არავის გაუკეთებია...

თან ლორენტეს ამ თავურით "ჩელსიმ" ერთ კარგ ტრადიციას გადაუსვა ხაზი - კონტეს მწვრთნელობისას პირველად მოხდა, რომ "არისტოკრატებმა" ზედიზედ მეორე საშინაო მატჩში გაუშვეს გოლი...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კვირას საღამოს "ტოტენჰემმა" 11-ქულიანი სხვაობა არ დაუშვა და "სტოკის" რბევის შემდეგ კონტეს გუნდი "მხოლოდ" 10 ქულით გაუშვა წინ... "უაით ჰართ ლეინზე" ერთტაიმიანი მატჩი ვიხილეთ. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს, სტუმრები მარცხს წინასწარ იყვნენ შეგუებულები...

გაილაღა ჰარი კეინმა, ვინც მიმდინარე პრემიერლიგაში მეორე, ხოლო სეზონში მესამე (ყველა ტურნირის ჩათვლით) ჰეთ თრიკი შეასრულა. არ გამოგვრჩეს ისიც, რომ კეინმა დელე ალისაც გაატანინა. მაგრამ ტურის კაცზე არც ამით მთავრდება - "სტოკის" კარში გატანილი პირველი გოლი მე-100 იყო მის საკლუბო კარიერაში და აქედან 86 - "ტოტენჰემზე" მოდის.

როგორც იქნა, "კრისტალ პალასსაც" დაადგა საშველი - "არწივებმა", სემ ელარდაისის ხელმძღვანელობით, პირველი საშინაო გამარჯვება იზეიმეს (აქამდე ზედიზედ 5 მარცხი ჰქონდათ საკუთარ "სელჰარსტ პარკზე"), გასავარდნი ზონიდან ამოძვრნენ და გაუთანაბრდნენ მათ მიერვე ძლეულ "მიდლსბროს", რომელმაც აგერ, უკვე ორ თვეზე მეტია (9 მატჩი), მოგების გემო არ იცის. ამჟამად, პრემიერლიგაში ამხელა ნეგატიური სერია არავის აქვს.

"ევერტონს" კი, "მიდლსბროსგან" განსხვავებით, უკვე მე-9 ტურია მარცხის სიმწარე არ განუცდია. რონალდ კუმანის ბიჭებმა დამაჯერებლად სძლიეს იმ "სანდერლენდს", რომლის მწვრთნელ დევიდ მოიესს კარიერის საუკეთესო წლები სწორედ "ევერტონში" აქვს გატარებული და ახლა კბილებით იცავს თავის სამუშაო ადგილს.

"ბარნლის", ჯერჯერობით, მიმდინარე პრემიერლიგაში სტუმრად არ მოუგია, თუმცა ვინ იცის, "ჰალთან" ნაშოვნ ამ ქულას რა ფასი დაედება სეზონის ბოლოს.

ერთადერთი, ამ გუნდის მწვრთნელ შონ დიჩის შეუძლია, იმაზეც დაიჩივლოს, რომ მასპინძელთა სასარგებლოდ დანიშნული პენალტი... რეალურად, არც იყო პენალტი, რადგან იმ ფეხბურთელს, ვისაც ბურთი ხელზე მოხვდა, იმავე ეპიზოდში უხეშად ეთამაშნენ და არბიტრს ჯარიმა საპირისპირო მხარეს უნდა დაედო...

"ვესტ ბრომვიჩმა" "ბორნმუთს" ზედიზედ მე-4 მარცხი აგემა. მატჩის შედეგზე სერიოზული გავლენა იქონიეს მეკარეებმა. 22-ე წუთზე სტუმართა კარის მცველ არტურ ბორუცს უხეში შეცდომა მოუვიდა, რაც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, გამარჯვების გოლი გამოდგა ტონი პულისის გუნდისთვის. მეორე მხრივ, იმავე პულისმა მადლობა უნდა უთხრას თავის მეკარე ბენ ფოსტერს, ვინც ორი "სუპერსეივით" გადაარჩინა "ვესტ ბრომვიჩი".

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევაა, რომ ტონი პულისის ხელმძღვანელობით მოთამაშე პრემიერლიგის გუნდმა თებერვლის თვეში 40-ქულიან ზღვარს უწია.

"ვესტ ჰემმა" ანდრე აიუს გოლით გადაარჩინა ქულა "უოტფორდთან" საგარეო მატჩში და ეს იყო "ჩაქუჩების" მე-100 გოლი იმ პერიოდიდან, რაც გუნდს სლავენ ბილიჩი წვრთნის. აღვნიშნოთ, რომ ხორვატის სამწყსო ბოლო 7 მატჩში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, ვალტერ მაძარის "ყვითელი არმია" კი აგერ, უკვე მე-16 თამაშია "მშრალად" ვერ გამოსულა.

XXVI ტური
ჩელსი-სუონსი 3:1
გოლები: 1:0 ფაბრეგასი (19), 1:1 ფერნანდო ლორენტე (45), 2:1 პედრო (72), 3:1 დიეგო კოშტა (84)
ჩელსი (3-4-3): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, კეჰილი - მოზესი (85. ზუმა), კანტე, ფაბრეგასი, ალონსო - პედრო (76. მატიჩი), აზარი (85. ვილიანი), დიეგო კოშტა.
სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი - ნაფტონი, ფ. ფერნანდესი, მოუსონი, ოლსონი - ფერი, კორკი, ტ. ქეროლი (76. ჯ. აიუ) - რუტლიჯი (81. ნარსინგი), სიგურდსონი, ფერნანდო ლორენტე.
მაყურებელი: 41 612

კრ. პალასი-მიდლსბრო 1:0
გოლი: 1:0 ვან აანჰოლტი (34)
კრ. პალასი (4-1-4-1): ჰენესი - ჯ. უარდი, ტომკინსი, სახო, ვან აანჰოლტი (87. შლუპი) - მილოიევიჩი - თაუნსენდი, კაბაი (63. მაკარტური), ფენჩენი, ზაჰა (88. დანი) - კ. ბენტეკე.
მიდლსბრო (5-3-2): ვალდესი - ფაბიო, აიალა, ესპინოსა, გიბსონი, ს. დაუნინგი - დე როონი, რამირესი, ფორშოუ (61. გედიურა) - ნეგრედო (46. გესტედე), სტუანი (79. ტრაორე).
მაყურებელი: 25 416

ევერტონი-სანდერლენდი 2:0
გოლები: 1:0 გეიე (40), 2:0 ლუკაკუ (80)
ევერტონი (4-3-3): რობლესი - კოულმენი, უილიამსი, მორი, ბეინსი - ტ. დევისი (70. ე. ვალენსია), შნაიდერლინი, გეიე - ლუკმენი (60. მირალასი), ბარკლი (83. მაკკარტი), ლუკაკუ.
სანდერლენდი (4-3-2-1): პიკფორდი - ფ. ჯოუნსი (90. მანკილიო), კონე, ოში, ოვიედო - გიბსონი (79. ჰანიმენი), ლარსონი, ნდონგი - იანუზაი, ბორინი (79. ხაზრი) - დეფო.
მაყურებელი: 39 595

ჰალი-ბარნლი 1:1
გოლები: 1:0 ჰადლსტოუნი (72-პენ), 1:1 კინი (76)
ჰალი (4-2-3-1): იაკუპოვიჩი - ელაბდელაუი (82. ერნანდესი), რანოკია, მაგუაირი, რობერტსონი - ნდიაიე, ჰადლსტოუნი - ელმოჰამადი, მელოუნი (67. მეილერი), გროსიცკი - მბოკანი (67. ნიასი).
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი - ლოუტონი, კინი, მი, ს. უარდი - ბოიდი, ვესტვუდი (85. ტარკოვსკი), ბარტონი, ბარტონი, ბრეიდი (89. არფილდი) - ბარნსი, ე. გრეი (85. ვოუკსი).
გაძევება: ბარნსი (90. ჰალი)
მაყურებელი: 20 156

ვესტ ბრომვიჩი-ბორნმუთი 2:1
გოლები: 0:1 ჯ. კინგი (5-პენ), 1:1 კ. დოუსონი (10), 2:1 მაკოული (22)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ბ. ფოსტერი - კ. დოუსონი (54. მაკკლინი), ევანსი, მაკოული, ნიომი - დ. ფლეტჩერი, ლივერმორი - ბრანტი, მორისონი (73. იაკობი), ჩადლი (88. ლეკო) - რონდონი.
ბორნმუთი (4-2-3-1): ბორუცი - სმიტი, კუკი, მინგსი, დანიელსი - არტერი (66. აფობე), სიურმენი - ფრეიზერი, უილშირი (66. გოსლინგი), პაფი (79. მუსე) - ჯ. კინგი.
მაყურებელი: 24 162

უოტფორდი-ვესტ ჰემი 1:1
გოლები: 1:0 დინი (3-პენ), 1:1 ა. აიუ (73)
უოტფორდი (4-3-3): გომეში - იანმაატი (52. კეტკარტი), ქაბული, ბრიტოსი, ჰოლებასი - კაპუ, ბეჰრამი, ქლევერლი - ნიანგი (82. საჩისი), სარატე (45. დუკური), დინი.
ვესტ ჰემი (4-2-3-1): რენდოლფი - კუიატე, ფონტე, რიდი, კრისუელი - ნოუბლი, ობიანგი - ფეგული, სნოდგრასი (65. ა. აიუ), ლანძინი (90. ე. ფერნანდესი) - ანტონიო.
გაძევება: ანტონიო (86. ვესტ ჰემი)
მაყურებელი: 20 702

ტოტენჰემი-სტოკი 4:0
გოლები: 1:0 კეინი (14), 2:0 კეინი (32), 3:0 კეინი (37), 4:0 ალი (45)
ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი - ე. დაიერი, ალდერვეირელდი (49. ვიმერი), ვერტონგენი (66. უინქსი) - უოლკერი, ვანიამა, დემბელე, ბ. დევისი - ერიქსენი, ალი - კეინი (86. სონი).
სტოკი (4-2-3-1): გრანტი - ბერდსლი, შოუკროსი, მარტინს ინდი, პიტერსი - უელანი (82. ქემერონი), ადამი (60. აფელაი) - არნაუტოვიჩი, ალენი, სობი - კრაუჩი (60. ბერაჰინო).
მაყურებელი: 31 864

27 თებერვალი
ლესტერი-ლივერპული 23:59

ბომბარდირები: 17 - ალექსის სანჩესი (არსენალი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 16 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 15 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნ); 14 - ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი); 12 - დელე ალი (ტოტენჰემი).

მომდევნო ტური
4 მარტი:
მანჩესტერ იუნ-ბორნმუთი, ლესტერი-ჰალი, სტოკი-მიდლსბრო, სუონსი-ბარნლი, უოტფორდი-საუთჰემპტონი, ვესტ ბრომვიჩი-კრისტალ პალასი, ლივერპული-არსენალი;

5 მარტი:
ტოტენჰემი-ევერტონი, სანდერლენდი-მანჩესტერ სიტი;

6 მარტი:
ვესტ ჰემი-ჩელსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული