"ლივერპულის" აღმასრულებელ დირექტორად EA Sports-ის ყოფილი პრეზიდენტი დაინიშნა

AutoSharing Option
ინგლისური "ლივერპულის" აღმასრულებელი დირექტორი მომავალი ზაფხულიდან პიტერ მური იქნება. იგი ამ პოსტზე იენ ეირს ჩაანაცვლებს, რომელიც სამუშაოდ "მიუნხენ 1860"-ში გადადის.

აღსანიშნავია, რომ მურს აქამდე Microsoft-ში, SEGA-ში, Reebok-ში…აქვს ნამუშევარი. იგი რამდენიმე წელი Electronic Arts-ში მუშაობდა და EA Sports-ის პრეზიდენტი გახლდათ. ახლა იგი კომპიუტერული ფეხბურთიდან რეალურზე გადმოერთვება და მერსისაიდელთა დახმარებას შეეცდება. სხვათა შორის, იგი ლივერპულელია და ბავშვობიდან ენფინდელთა ქომაგია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული