"ბორნმუთმა" 2017 წელს პირველი თამაში მოიგო. მატჩის გმირად იქცა ჯოშუა კინგი, ვინც მე-9 წუთზე დანიშნული პენალტი ააცილა მიზანს (37-ე წუთზე 11-მეტრიანი კინგის თანაგუნდელმა ბენიკ აფობემაც გააფუჭა). ამას 48 წამში მოჰყვა ვესტჰემელი მაიკლ ანტონიოს გოლი და გაჩნდა იმის პერსპექტივა, რომ კინგი მატჩის ანტიგმირად ქცეულიყო, მაგრამ... 25 წლის ფორვარდმა "დანაშაული" პატიოსნად გამოისყიდა და 3 ქულის გარანტორად იქცა.
უცნაური დამთხვევაა, რომ "ბორნმუთის" ფეხბურთელმა ინგლისურ ტოპ-ლიგაში ჰეთ-თრიკი მეორედ
და კიდევ: "ბორნმუთმა", პრემიერლიგის ეგიდით, საკუთარ კედლებში პირველად მოუგო ლონდონურ გუნდს.
მორგან შნაიდერლინმა პირველი გოლი გაიტანა "ევერტონის" მაისურით და თან იმ გუნდის კარში, ვინც იანვარში ძალიან ცდილობდა მის შეძენას. მანამდე იყო კევინ მირალასის გოლი, ხოლო წერტილი დასვა რომელუ ლუკაკუმ (საგოლე პასიც გაუკეთა შნაიდერლინს), ვისაც 19 გოლი დაუგროვდა ბომბარდირთა დავაში და ეს მისთვის საუკეთესო შედეგია.
"გუდისონ პარკის" პატრონებმა მშვენივრად ითამაშეს (ზედიზედ მე-5 საშინაო გამარჯვება), თუმცა ნაწილობრივ, ეს "ვესტ ბრომვიჩის" უღიმღამო და უმოტივაციო გარჯის ბრალიცაა.
მოტივაციას რაც შეეხება - ტონი პულისის გუნდს ახლა 40 ქულა აქვს და, როგორც პრაქტიკა გვასწავლის, ეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების, მოდით, ვთქვათ, 99-პროცენტიანი გარანტიაა.
ჰოდა, ახლა რაღა მოტივაცია უნდა მოვთხოვოთ "ვესტ ბრომვიჩის" ბიჭებს?! თუმცა იქნებ მწვრთნელის მიმართ პატივისცემის ნიშნად მაინც ღირდა თავის შეწუხება - ეს ხომ ტონი პულისის მე-300 მატჩი იყო პრემიერლიგაში...
ერთიც საინტერესო სტატისტიკაც - პირველი ტურის გარდა, "ვესტ ბრომვიჩმა" ყველა საგარეო მატჩში გაუშვა გოლი.
"ჰალი"-"სუონსის" მატჩში გადამწყვეტი გამოდგა მოედანზე უმარ ნიასეს გამოჩენა. "ევერტონისგან" ნათხოვარმა 26 წლის სენეგალელმა ფორვარდმა 9-წუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა და "ვეფხვებს" უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.
"სუონსი" მეტოქეზე უკეთესი იყო პირველი ტაიმში, თუმცა მას მერე, რაც ფერნანდო ლორენტე დაშავდა და შესაცვლელი გახდა, "გედებმა" წინა ხაზზე სიმწვავეს აშკარად მოუკლეს. ზოგადად კი, ეს სიმპტომატურიც შეიძლება იყოს - პრემიერლიგის გუნდებს შორის "სუონსიმ" ყველაზე მეტი, 29 გოლი გაუშვა თამაშის ბოლო, 30-წუთიან მონაკვეთში.
"ლივერპულმა" დიდი ბრძოლა გადაიტანა "ბარნლისთან" საშინაო მატჩში. ეს უკანასკნელი ჯერ იგებდა, ბოლოს კი ფრესთანაც ახლოს იყო, როცა მეთიუ ლოუტონმა ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა...
ამრიგად, "წითლებმა" მე-14 ქულა აიღეს იმ შეხვედრებში, რომლებშიც თავიდან მეტოქე იყო დაწინაურებული და ამ მაჩვენებლით "ტოტენჰემთან" ერთად ლიდერობენ.
"მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქე ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევდა. ძალიან საჭირო გოლი გავიტანეთ პირველი ტაიმის მიწურულს და ეს არ იყო მხოლოდ ბედის საჩუქარი. ნათელია, რომ გარკვეულ კომპონენტებში უკეთ უნდა გამოვიყურებოდეთ... რა თქმა უნდა, ეს არ იყო თამაში, რომელიც ჩვენს გულშემატკივრებს დიდხანს დაამახსოვრდებათ, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანი ის არის, რომ 3 ქულა ავიღეთ", - თქვა მატჩის შემდეგ იურგენ კლოპმა.
XXVIII ტური
ბორნმუთი-ვესტ ჰემი 3:2
გოლები: 0:1 ანტონიო (10), 1:1 ჯ. კინგი (31), 2:1 ჯ. კინგი (48), 2:2 ა. აიუ (83), 3:2 ჯ. კინგი (90)
ბორნმუთი (4-2-3-1): ბორუცი - სმიტი, ფრენსისი, კუკი, დენიელსი - არტერი, გოსლინგი - ფრეიზერი (85. მუსე), ჯ. კინგი, პაფი - აფობე (85. უილშირი).
ვესტ ჰემი (4-4-1-1): რენდოლფი - კუიატე (78. ბაირემი), ფონტე, რიდი, კრისუელი - ფეგული (58. ა. აიუ), ნოუბლი (58. სნოდგრასი), ობიანგი, ლანძინი - ანტონიო - ე. ქეროლი.
გამოუყენებელი პენალტი: ჯ. კინგი (9. ბორნმუთი), აფობე (37. ბორნმუთი)
მაყურებელი: 11 369
ევერტონი-ვესტ ბრომვიჩი 3:0
გოლები: 1:0 მირალასი (39), 2:0 შნაიდერლინი (45), 3:0 ლუკაკუ (82)
ევერტონი (4-2-3-1): რობლესი - კოულმენი, იაგიელკა, უილიამსი, ბეინსი (46. მორი) - შნაიდერლინი, ბერი (84. კალვერტ-ლიუინი) - ბარკლი, თ. დევისი, მირალასი (71. გეიე) - ლუკაკუ.
ვესტ ბრომვიჩი (4-1-4-1): ბ. ფოსტერი - კ. დოუსონი, მაკოული, ევანსი, ნიომი - ლივერმორი - ჩადლი, დ. ფლეტჩერი, იაკობი (79. მორისონი), მაკკლინი (75. ბრანტი) - რობსონ-კანუ (76. რონდონი).
მაყურებელი: 39 592
ჰალი-სუონსი 2:1
გოლები: 1:0 ნიასე (69), 2:0 ნიასე (78), 2:1 მოუსონი (90)
ჰალი (4-1-4-1): იაკუპოვიჩი - ელაბდელაუი, რანოკია, მაგუაირი, რობერტსონი - ჰადლსტოუნი - მარკოვიჩი (75. ელმოჰამადი), ნდიაიე (64. ნიასე), კლუკასი, გროსიცკი - ერნანდესი (82. მეილერი).
სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი - რანხელი (33. ამატი), ფ. ფერნანდესი, მოუსონი, ოლსონი - ფერი, კორკი, ტ. ქეროლი - რუტლიჯი (71. ნარსინგი), სიგურდსონი, ფერნანდო ლორენტე (45. ჯ. აიუ).
მაყურებელი: 19 195
ლივერპული-ბარნლი 2:1
გოლები: 0:1 ბარნსი (7), 1:1 ვეინალდუმი (45), 2:1 ჩანი (61)
ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი, მატიპი, კლავანი, მილნერი - ვეინალდუმი, ჩანი, ლალანა - მანე, კოუტინიო (60. ვუდბერნი), ორიგი (79. ლუკას ლეივა).
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი - ლოუტონი, კინი, მი, ს. უარდი - ბოიდი (73. ბრეიდი), ბარტონი, ჰენდრიკი, არფილდი (90. აგიეი) - ბარნსი, ე. გრეი (80. ვოუკსი).
მაყურებელი: 53 145
ბომბარდირები: 19 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 17 - ალექსის სანჩესი (არსენალი), დიეგო კოშტა (ჩელსი); 15 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნ); 14 - ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი).
მომდევნო ტური
18 მარტი:
ვესტ ბრომვიჩი-არსენალი, კრ. პალასი-უოტფორდი, ევერტონი-ჰალი, სტოკი-ჩელსი, სანდერლენდი-ბარნლი, ვესტ ჰემი-ლესტერი, ბორნმუთი-სუონსი;
19 მარტი:
მიდლსბრო-მანჩესტერ იუნაიტედი, ტოტენჰემი-საუთჰემპტონი, მანჩესტერ სიტი-ლივერპული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"