თუ როგორ ახსნა მან ორი მატჩის ჯამში მიუნხენელებთან 2:10-ის წაგება, ამას ერთად ჩავიკითხავთ.
ჯაკა ლონდონელთა ბოლო ძვირადღირებული შენაძენია და ამ ტრანსფერმა "მეთოფეების" ქილიკი გამოიწვია, თავად გრანიტს კი კრიტიკოსი ბევრი ჰყავს, მაგრამ შვეიცარიელს იმედი აქვს, რომ მალე პოტენციალს სრულად გამოავლენს.
- იპოვნეთ "არსენალში" ის, რასაც ეძებდით?
- ნამდვილად - ლონდონი შესანიშნავი ქალაქი, "არსენალი" კი დიდებული კლუბი. ჩემპიონის ტიტული ერთადერთია, რაც
- როგორი შეგრძნება დაგეუფლათ "ბაიერნთან" ორჯერ წაგებული 1:5-ის მერე?
- ძალიან ცუდი.
- "არსენალი" "ბაიერნს" ამდენად ჩამორჩება?
- არა, სულაც არა.
- თუმცა ფაქტია, რომ ეს გუნდები ერთ დონეზეც არ არიან, არა?
- ჩემი აზრით, არიან.
- ანუ "არსენალი" "ბაიერნივით" ძლიერია? ძალიან თამამი განცხადებაა, ბოლოდროინდელ შედეგებს თუ გავითვალისწინებთ...
- შეიძლება თამამია, მაგრამ მე ასე მიმაჩნია. ამ წაგებებმა ძალიან გამაბრაზა, რადგან ამან არასწორი წარმოდგენა შექმნა და თანაც "ბაიერნთან" მატჩებთან დაკავშირებით, კარგი მოგონებები მაქვს. "გლადბახში" ყოფნისას მიუნხენელები ვერ გვჯობნიდნენ, ისინი სამჯერ დავამარცხეთ და არა მგონია, "გლადბახი" "არსენალის" დონის გუნდი იყოს.
- მიუხედავად ორი მატჩის უშანსოდ წაგებისა, ამბობენ, რომ მიუნხენელებს თქვენი თამაში მოეწონათ და "ბაიერნი" ისევ დაინტერესებულია თქვენი შეძენით.
- დიახ, ამის შესახებ მეც წავიკითხე. თუმცა პირადად ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს და არავინ შემხმიანებია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"