"მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად დღეს ფრეც ჰყოფნიდა. მიუხედავად ამისა, "სიტიმ" სტუმრად "უოტფორდი" ანგარიშით 5:0 გაანადგურა, ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგ სეზონში ხოსეპ გუარდიოლას გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.
თავისი შეხვედრა მოიგო ლონდონის "არსენალმაც", რომელმაც შინ "ევერტონს" 3:1 მოუგო, თუმცა ლონდონელები საკუთარი თავის გარდა, "ლივერპულზეც" იყვნენ დამოკიდებულებულები. "ლივერპულმა" შინ "მიდლსბროს" 3:0 მოუგო და 76 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა, "არსენალმა" კი 75 ქულით - მეხუთე.
ამრიგად, "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის
პრემიერლიგიდან "მიდლსბრო" , "სანდერლენდი" და "ჰალ სიტი" გავარდნენ.