იურგენ კლოპი "ლივერპულის" ბოსების სიტყვას ელის

AutoSharing Option
იურგენ კლოპი "ლივერპულის" უფროსობისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელის და იმედი აქვს, რომ ხელმძღვანელობა ტრანსფერებისთვის გარკვეულ თანხას გამოჰყოფს. "კლოპოს" ესმის, რომ მისი გუნდი ცუდად არ გამოიყურება, მაგრამ მაინც სერიოზულ გაძლიერებას საჭიროებს.

"ენფილდზე" "მიდლსბროსთან" მოგებით "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაცი ეტაპის საგზური მოიპოვა და კლოპის თქმით, ახლა "მოლაპარაკებებისა და ტრანსფერებზე მუშაობის" დროა. მერსისაიდელთა უფროსობას ჯერ თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია, თუ რა ბიუჯეტის გამოყოფას აპირებენ ტრანსფერებისთვის. კლოპი მათ სიტყვას ელოდება და იმასაც გვახსენებს, რომ ახლა, როდესაც გუნდი ოთხეულში მოხვდა, სასურველი ფეხბურთელების დაყოლიება უფრო ადვილი იქნება,
მაგრამ დროულად მოქმედებაა საჭირო.

ამასობაში, ახლო წარსულში კარგად ცნობილ მსაჯს, გრემ პოლს მიაჩნია, რომ ნახსენები მატჩის მთავარი არბიტრი მარტინ ატკინსონი შეცდა, როდესაც 0:0-ზე "ბოროს" სასარგებლოდ პენალტი არ დანიშნა.

პატრიკ ბამფორდი დეიან ლოვრენთან ბრძოლისას დაეცა და პოლის აზრით, ეს თერთმეტმეტრიანი იყო. რადგან "მიდლსბროზეც" ამდენი ვისაუბრეთ, ისიც ვთქვათ, რომ რივერსაიდელთა 24 წლის მცველის, ბენ გიბსონისთვის ბრძოლას "ლესტერი" და "ვესტ ბრომვიჩი" აპირებენ. ეს სიამოვნება 20 მილიონ ფუნტამდე უნდა დაჯდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი ბანძი გუნდია!
glaxuna
16:23 23-05-2017
0
ხო ლივერპული და კლოპი ბანძები არიან და ზუგდიდი და შეროზია უძლიერესები
glaxuna-s
16:52 23-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული