"მანჩესტერ სიტი": ედერსონი "ქალაქელთა" მეკარეა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიში" ედერსონ მორაეშის ტრანსფერი გაოფიციალურდა. "ქალაქელებს" ეს სიამოვნება საბოლოო ჯამში, 35 მილიონი ფუნტი უჯდებათ. ბრაზილიელი "ბენფიკას" ძირითად შემადგენლობაში წინა წლის მარტში შემოიჭრა და გასულ სეზონში კლუბს დუბლის მოგებაში დაეხმარა. 23 წლის გოლკიპერი ბრაზილიის ნაკრებშიც დამკვიდრდა. იგი ცოტა გოლს უშვებს და შესანიშნავ "სეივებს" გვთავაზობს. თავის ახალ კლუბს ედერსონი 1-ელ ივლისს შეუერთდება.

"ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა ვთქვა, რომ "მანჩესტერ სიტიმ" ყველაფრით მომხიბლა, ყველაფერი მაკმაყოფილებს - პერსპექტივა, გუნდის მიზნები, შემადგენლობა, მწვრთნელი, უფროსობა, ტრადიციები, ფანები… "სიტი" შესანიშნავი კლუბია. პეპ გვარდიოლასთან ერთად გუნდი
სწრაფად პროგრესირებს, უამრავი ახალგაზრდა ტალანტი ჰყავს და მომავალში დიდ წარმატებებს უნდა მიაღწიოს.

ახალგაზრდული შემადგენლობა და პერსპექტივა გადაწყვეტილების მიღებაში ძალიან დამეხმარა. მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლდათ ისიც, რომ ინგლისში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. იმედია, მომავალ სეზონში ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა და ტიტულებისთვის ვიბრძოლებთ" - განაცხადა ედერსონ მოარეშმა.

ბრაზილიელი მეკარის მისვლა ნიშნავს იმას, რომ სავარაუდოდ, ვილი კაბალიეროს გზას დაადგებიან კლაუდიო ბრავო და ჯო ჰარტიც. მათ გუნდის გამოცვლაზე ფიქრი უკვე დაწყებული აქვთ. პეპს კი კარგი სათადარიგო მეკარე დასჭირდება, თუ დარჩენაზე ვერავის დაიყოლიებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული