ზლატან იბრაჰიმოვიჩი "წითელ ეშმაკებს" ტოვებს. 35 წლის შვედი, რომელიც ახლა ტრავმას იშუშებს, თავისუფალი აგენტის სტატუსით მიდის, მის კონტრაქტს ვადა გაუვიდა. კულისებში იმასაც ამბობენ, რომ უკვე გადაწყვეტილია იბრას მომავალი გუნდის ვინაობა - ამერიკული "ლოს ანჯელეს გელექსი".
ის, რომ ჟოზე მოურინიო ცენტრფორვარდის პოზიციაზე უეინ რუნიზე არ აპირებს დაყრდნობას, დღესავით ნათელია. შესაბამისად, მანჩესტერელებს მინიმუმ ერთი ახალი ფორვარდი სჭირდებათ. კანდიდატი ბევრია, მაგრამ ყველაზე აქტიურად ბოლო დღეებში ალვარო მორატაზე საუბრობენ.
მადრიდის "რეალის"
იქამდე კი "იუნაიტედი" კიდევ ერთ ძველ სამიზნეს, ვიქტორ ლინდელიოფს მიუბრუნდა და 22 წლის შვედი მცველი დაიბევა. ამ ტრანსფერზე ადრეც საუბრობდნენ, მაგრამ "ბენფიკა" ფასზე ვერც მანჩესტერელებს გაურიგდა და ვერც ლინდელიოფის სხვა მსურველებს.
"არწივები" შვედის სანაცვლოდ 40 მილიონს ითხოვდნენ, მაგრამ ახლა 35 მილიონ ევროს დაჰყაბულდნენ. ლინდელიოფი ლისაბონელებს პორტუგალიის ჩემპიონატისა და თასის მოგებაში დაეხმარა. მოურინიოს დაცვის გაძლიერება აშკარად ესაჭიროება და ამ მხრივ ნიჭიერი შვედი პირველი მერცხალია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"