უპირველეს ყოვლისა, გილფი სიგურდსონზეა ლაპარაკი, მაგრამ ისლანდიელზე არანაკლები მსურველი ჰყავთ ფერნანდო ლორენტესა და ალფი მოუსონს.
მომსვლელებს რაც შეეხება, "სუონსი" აპირებს "ბრაიტონსა" და "ნიუკასლს" ტამი აბრაჰამისთვის შეებრძოლოს. 19 წლის ფორვარდმა წინა სეზონი "ბრისტოლში" გაატარა იჯარის წესით და 26 გოლიც გაიტანა. "ჩელსი" მას ისევ გაანათხოვრებს, ოღონდ რომელიმე პრემიერლიგურ კლუბში. უელსელთა თავკაც
"ტამი ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერია. ჩვენ მას ყველანაირ პირობას შევუქმნით და მართალია, პრემიერლიგური გამოცდილება არ აქვს, მაგრამ აბრაჰამის გვჯერა და მისით დაინტერესებულნი ვართ. თანაც, პოლი მას უკვე იცნობს. ვიცი "ნიუკასლის", "ბრაიტონისა" და უცხოური გუნდების მოწვევების თაობაზეც, დანარჩენი თავად ტამისა და მისი ოჯახის გადასაწყვეტია. ვაცადოთ არჩევანის მშვიდად გაკეთება" - აღნიშნა ჯენკინსმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"