35 წლის ბოსნიელმა ედინ ჯეკომ, რომელსაც "რომაში" ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა და 119 გოლით კლუბის ისტორიაში მესამე ბომბარდირი გახდა, 6 სეზონის შემდეგ რომსა და ჟოზე მოურინიოსთან ურთიერთობას მილანში გადაბარგება ამჯობინა.
მას შემდეგ, რაც რომელუ ლუკაკუ "ჩელსის" 97.5 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეუერთდა, "ინტერს" ცენტრფორვარდის პოზიცია ვაკანტური ჰქონდა. ბოსნიელი ფორვარდის კონტრაქტი 2-წლიანია.
სიმონე ინძაგის გუნდში კიდევ ერთი ახალწვეულია - 25 წლის ნიდერლანდელი მარჯვენაფლანგელი დენზელ დუმფრიზი. მას
ტამი აბრაჰამი კი "რომას" დამრტყმელი ძალა გახდება. Sky in italy-ს ცნობით, ეს ტრანსფერი 15 აგვისტოს გაოფიციალურება. მას შემდეგ, რაც ფრენკ ლამპარდი თომას ტუხელმა შეცვალა, 23 წლის ფორვარდს "ჩელსის" რიგებში ნაკლები ნდობა ჰქონდა. ინგლისურ კლუბში მისი მონაგარი 21 გოლი და 4 საგოლე გადაცემა იყო.
ინგლისელი ფეხბურთელი დაარწმუნეს, რომ შეტევაში ის ჟოზე მოურინიოს მთავარი იარაღი იქნება. ტრანსფერის ღირებულება 34 მილიონი ფუნტია, ფორვარდი კი წლიურად 4 მილიონ ფუნტს მიიღებს. იტალიური წყაროს ცნობით, 2023 წლიდან "ჩელსის" ტრანსფერის უპირატესობა 80 მილიონ ფუნტად ექნება.
პოგბასა და ბრუნოს ბენეფისი - იუნაიტედმა ლიდსი გაანადგურა [VIDEO]