არის რეკორდი! - მოჰამედ სალაჰი "ლივერპულის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, გუშინ ეგვიპტელმა მოჰამედ სალაჰმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და "ლივერპულის" ფეხბურთელი გახდა. მასში ინგლისელებმა "რომას" 39 მილიონი გირვანქა გადაუხადეს, ეს კი კლუბის ახალი რეკორდია.

სალაჰი კვირაში 90 ათასს მიიღებს და ის 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. გასულ სეზონში ეს ფირმინოს ნომერი იყო, მაგრამ ბრაზილიელმა ახლა 9-იანით თამაში არჩია.

"ასი პროცენტით დავიხარჯები "ლივერპულისთვის", მინდა მასთან ერთად ტიტულები მოვიგო", - განაცხადა 25 წლის ფეხბურთელმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მცველი ჭირდებათ ცენტრალური მცველი პეპე კარგი იქნებოდა
feola
21:50 24-06-2017
0
სანამ წესიერ თავდამსხმელს არ იყიდიან, არაფერი ეშველებათ. ეს სალაჰი ორი წლის წინ იყო ჩელსიში, ბაზელიდან გადმოიყვანეს, მაგრამ ვერაფერით ვერ მოერგო პრემიერლიგს და მოიშორეს თავიდან ნახევარი წლის შემდეგ. ერთი ძლიერი ცენტრალური თავდამსმელი 9 ნომერი სჭირდებათ.კოუტინიო, სტარიჯი, ორიჯი, ფირმინო - ეს შუშის მოთამაშეები მთელი სეზონი ვერ გაძლებენ და ჩანდა კიდეც წინა სეზონში, რომ გუნდს შეტევაში აკლდა ფიზიკური ძალა და განსაკუთრებით დაცვაში მდგომ გუნდებთან, რადგან არ იცოდნენ როგორ გაეტეხათ ორ ეშელონად მდგარი ხაზი.
ynwa
10:11 23-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული