ესე იგი, "ევერტონი"? ჟოზე მოურინიოს რუნი ამერიკაში არ მიჰყავს

AutoSharing Option
"ევერტონი" უეინ რუნის დამატებისთვის ყველაფერს გააკეთებს. "კანფეტების" ახალი მფლობელი ფარჰად მოშირი სერიოზულადაა განწყობილი და ახლა მთავარია, 31 წლის ფეხბურთელმა საბოლოოდ გადაწყვიტოს "ოლდ ტრაფორდის" დატოვება.

ბოლოს, როდესაც რუნიმ ამ თემაზე საჯაროდ ისაუბრა, კითხვას - უნდა თუ არა "მანჩესტერში" დარჩენა - უპასუხა, რომ რასაკვირველია, მინდა, მაგრამ თამაშიც მსურსო.

თუ უეინი ჟოზე მოურინიოს ვერაფერზე შეუთანხმდება და "წითელი ეშმაკების" დატოვებას გადაწყვეტს, მიუხედავად ბევრი მსურველისა, სავარაუდოდ, სიყრმის კლუბს, "ევერტონს" აირჩევს. იგი "ოლდ ტრაფორდზე" სწორედ "გუდისონ პარკიდან" გადაბარგდა 2004 წლის აგვისტოში 27 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ.

ფაქტია,
რომ მოურინიომ გადაწყვიტა, "შრეკი" ამერიკის ტურნეზე არ იახლოს და ეს უკვე ბევრს ნიშნავს. "ევერტონის" ბანაკში ეიმედებათ, რომ შეთანხმებას უახლოეს ერთ კვირაში მიაღწევენ. სხვათა შორის, პარალელურად, "ევერტონი" ოლივიე ჟირუს ტრანსფერზე აგრძელებს მუშაობას და "არსენალის" 30 წლის ფორვარდის ხელში ჩაგდებასთან ახლოსაა, "კანფეტები" 20 მილიონ გირვანქას იხდიან.

თავად "იუნაიტედი" კიდევ ერთხელ შეეცდება ივან პერიშიჩის ხელში ჩაგდებას და მილანის "ინტერს" განახლებული შეთავაზებით მიმართავს. იტალიური გუნდი 28 წლის ხორვატს 48 მილიონ გირვანქას აფასებს, რაც მანჩესტერელებს ეძვირებათ.

იგივე პრობლემაა ალვარო მორატას შემთხვევაშიც - გამყიდველი იმაზე მეტს ითხოვს, ვიდრე მყიდველი იხდის. "სამეფო კლუბს" 24 წლის თავდამსხმელი 72 მილიონზე ნაკლებად არ ეთმობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული