პრემიერლიგის ახალწვეულის სამი საკლუბო რეკორდი ორ კვირაში

AutoSharing Option
"ჰადერსფილდმა" ბოლო ორი კვირის განმავლობაში საკლუბო რეკორდი მესამედ გააუმჯობესა. "ტერიერებმა" "პორტუდან" ფორვარდი ლორენ დეპუატრი 3,5 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ შეიძინეს.

ამას მოჰყვა "მანჩესტერ სიტისგან" ნიჭიერი ნახევარმცველის, აარონ მუის ყიდვა 8,0 მილიონ ფუნტად.

ახლა კი გუნდმა სტივ მიონიე დაიმატა. მართალია, ოფიციალურად არ ხმაურდება, თუ რამდენი გადაიხადა ინგლისურმა გუნდმა 22 წლის ფორვარდში, მაგრამ ცნობილია, რომ თანხა სარეკორდოა. როგორც ამბობენ, ბენინელი ფეხბურთელის შეძენა 13 მილიონი ევრო დაჯდა, პლუს, ბონუსები. მიონიემ "მონპელიეს" რიგებში წინა სეზონში 32 მატჩში 14 გოლი გაიტანა. იგი პროფესიონალი სწორედ ამ კლუბში
გახდა, მაგრამ "ნიმშიც" აქვს ნათამაშები, სადაც განათხოვრებული იყო.

"მას ყველანაირი ფიზიკური მონაცემი აქვს იმისთვის, რომ პრემიერლიგას კარგად მოერგოს. მას უკვე შევხვდი და შესანიშნავი ხასიათი აქვს, ძალიან შემართულია, რაც მახარებს", - თქვა "ტერიერთა" თავკაცმა დევიდ ვაგნერმა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გარდა ამისა, კლუბმა ლონდონის "ჩელსიდან" ინათხოვრა კეისი პალმერი. ასევე, "დერბი ქაუნთისგან" შეიძინა პოლ ინსის ვაჟი ტომი და "რედინგისგან" - დენი უილიამსი. ეს უკანასკნელი "ჰადერსფილდმა" 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს გაიფორმა. ამერიკელმა ნახევარმცველმა ახალ გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული