ბრედლი ლოუერი ინგლისურ ფეხბურთში პოპულარული ბიჭი იყო. "სანდერლენდის" გულშემატკივარი, რომელიც სიმსივნეს 18 თვის ასაკიდან ებრძოდა, პრემიერლიგის არაერთ ვარსკვლავთან მეგობრობდა. მისი საყვარელი ფეხბურთელი კი ჯერმეინ დეფო იყო.
- მსოფლიო ფეხბურთმა "მამაც ბიჭს", პატარა ბრედლის პატივი მიაგო
გასული წლის დეკემბერში, "სანდერლენსა" და "ჩელსის" შორის გამართული მატჩის წინ, ბრედლიმ თერთმეტმეტრიანი შეასრულა და მისი ეს დარტყმა პრემიერლიგის თვის საუკეთესო გოლად დაასახელეს.