ტიემუა ბაკაიოკო - "ჩელსის" თამაშებზე გაზრდილი

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსიმ" 22 წლის ფრანგი ტიემუა ბაკაიოკოს ტრანსფერი გამოაცხადა. "მონაკოს" ნახევარმცველის სანაცვლოდ "ლურჯებმა" დაახლოებით 40 მილიონი ევრო გადაიხადეს. გასულ სეზონში ტიემუამ "მონაკოს" რიგებში 51 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

"ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ და "ჩელსის" ფეხბურთელი გავხდი. "ჩელსის" თამაშებზე ვარ გაზრდილი, ამიტომ ჩემთვის ამ გუნდთან კონტრაქტის გაფორმება დიდებული რამაა, მე ის მიყვარს. ერთი სული მაქვს, როდის ვიმუშავებ ანტონიო კონტესთან და ბიჭებთან ერთად", - განაცხადა ბაკაიოკომ - "ჩელსი" ინგლისის ჩემპიონია, ის საოცარი კლუბია საოცარი ისტორიით.

აქ ძალიან თბილად მიმიღეს, ყველაფერი მომწონს
და მიმაჩნია, რომ "ჩელსი" ფეხბურთის სათამაშოდ იდეალური ადგილია. კონტე უკვე დამელაპარაკა და ამიხსნა, რას ელის ის ჩემგან და რა მძიმე შრომა მელის წინ. ისიც კარგად ვიცი, რომ პრემიერლიგა რთული ჩემპიონატია, მაგრამ სიძნელეების სულაც არ მეშინია. ჩემთვის დიდებული იქნება, თუკი ნგოლო კანტესთან წყვილში მომიწევს თამაში, მან შარშან დაამტკიცა, რომ პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელია".

ამასობაში, ცნობილი გახდა, რომ "ჩელსიმ" მარკო ვან გინკელი ისევ პსვ-ში გაანათხოვრა მთელი სეზონით. გასულ სეზონში ვან გინკელმა პსვ-ს მაისურით 7 გოლი გაიტანა. ცნობილი გახდა, რომ გუნდი ლოიკ რემის გასხვისებას აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული