ალექსანდრ ლაკაზეტის ტატუ უკანალზე და სანაცვლოდ მიღებული საჩუქარი

AutoSharing Option
"არსენალის" გულშემატკივარმა, კლუბის მიერ ალექსანდრ ლაკაზეტის შეძენის აღსანიშნავად, ფრანგი თავდამსხმელის ტატუ უკანალზე დაიხატა.

30 ივნისს, გულშემატკივარმა Twitter-ზე დაწერა, რომ თუ მისი საყვარელი კლუბი ლაკაზეტს შეიძენდა, ის ფრანგის სახის ტატუს სხეულის რომელიმე ნაწილზე დაიხატავდა.

5 ივლისს, ლაკაზეტი "არსენალში" გადავიდა და "მეთოფეების" ქომაგს დანაპირების შესრულება მოუხდა. მან, ამისთვის, ყველაზე რბილი ადგილი შეარჩია.

მომხდარს თავად ფეხბურთელიც გამოეხმაურა. მან გულშემატკივარზე ძებნა გამოაცხადა და მას მაისურის ჩუქებას დაჰპირდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული