30 ივნისს, გულშემატკივარმა Twitter-ზე დაწერა, რომ თუ მისი საყვარელი კლუბი ლაკაზეტს შეიძენდა, ის ფრანგის სახის ტატუს სხეულის რომელიმე ნაწილზე დაიხატავდა.
5 ივლისს, ლაკაზეტი "არსენალში" გადავიდა და "მეთოფეების" ქომაგს დანაპირების შესრულება მოუხდა. მან, ამისთვის, ყველაზე რბილი ადგილი შეარჩია.
მომხდარს თავად ფეხბურთელიც გამოეხმაურა. მან გულშემატკივარზე ძებნა გამოაცხადა და მას მაისურის ჩუქებას დაჰპირდა.