"ვესტ ჰემმა" ჯო ჰარტის ტრანსფერი დაადასტურა

AutoSharing Option
ლონდონურმა "ვესტ ჰემმა" ინგლისის ეროვნული ნაკრების მეკარის, ჯო ჰარტის ტრანსფერი დაადასტურა.

გარიგება, რომლის შესახებ ინფორმაცია ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდებოდა, ოფიციალურადაა დადასტურებული. ინგლისის ნაკრების კარის დარაჯი, რომელიც პეპ გვარდიოლამ აითვალწუნა, "მანჩესტერ სიტიმ" კვლავ არენდით გაუშვა, ამჯერად - "ვესტ ჰემში".

30 წლის კიპერმა, გასული სეზონი, იტალიურ "ტორინოში" გაატარა და სერია A-ში გუნდის კარი 36-ჯერ დაიცვა.

მანამდე, "მანჩესტერ სიტისა" და "ბირმინგემის" მაისურით, ჰარტს, პრემიერლიგაში, 302-ჯერ უთამაშია და კარი მშრალად 119-ჯერ შეუნახავს. ინგლისელ მეკარეებს შორის, პრემიერლიგის ისტორიაში, უფრო მეტი მშრალი თამაში მხოლოდ დევიდ ჯეიმსს
(169), დევიდ სიმენსა (140) და ნაიჯელ მარტინს (137) აქვთ ჩატარებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული