"ჩელსი" ახალი სეზონისთვის კოშტას, მატიჩისა და ზუმას გარეშე მოემზადება

AutoSharing Option
ანტონიო კონტემ ის 3 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც მას წინასასეზონო მზადების დროს არ სჭირდება. ლონდონის "ჩელსი" ჩინურ ტურნეში დიეგო კოშტას, ნემანია მატიჩისა და კურტ ზუმას გარეშე გაფრინდა.

ცნობილია, რომ დიეგო კოშტას მისი ყოფილი გუნდი, "ატლეტიკო" იწვევს და ტრანსფერი თავად ფეხბურთელსაც ძალიან უნდა. პრობლემას ის ქმნის, რომ მადრიდელებს ფეხბურთელის დარეგისტრირების უფლება 2018 წლის იანვრამდე არ აქვთ.

ბრიტანელი ჟურნალისტების ინფორამციით, ნემანია მატიჩის გადაბირებით "მანჩესტერ იუნაიტედი" და ტურინის "იუვენტუსი" არიან დაინტერესებულნი.

რაც შეეხება კურტ ზუმას, მას "ვესტ ჰემ იუნაიტედს" უკავშირებენ.

ლონდონში რჩებიან ედენ აზარი
და ტიემუე ბაკაიოკოც, მაგრამ ამ შემთხვევში მიზეზი ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული