ფაბრის მუამბა კრიტიკულ მდგომარეობაშია

AutoSharing Option
"ბოლტონმა" ნახევარმცველ ფაბრის მუამბას მდგომარეობის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

მუამბა ლონდონის "ტოტენჰემთან" შეხვედრის 42-ე წუთზე უეცრად მოედანზე დაეცა, ისე რომ არავინ შეხებია.

კლუბი იტყობინება, რომ 23 წლის ფეხბურთელს გულის შეტევა დაემართა და ახლა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

პირდაპირ მოედანზე ორივე გუნდის ექიმების ოპერატიული ჩარევის შემდეგ, ჰავბეკი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელმა რამდენიმე საათის შემდეგ განაცხადა, რომ მუამბას მდგომარეობა სტაბილური იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული