მუამბა ლონდონის "ტოტენჰემთან" შეხვედრის 42-ე წუთზე უეცრად მოედანზე დაეცა, ისე რომ არავინ შეხებია.
კლუბი იტყობინება, რომ 23 წლის ფეხბურთელს გულის შეტევა დაემართა და ახლა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
პირდაპირ მოედანზე ორივე გუნდის ექიმების ოპერატიული ჩარევის შემდეგ, ჰავბეკი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელმა რამდენიმე საათის შემდეგ განაცხადა, რომ მუამბას მდგომარეობა სტაბილური იყო.