უეინ რუნიმ 9 წლის ფანს ჯერ ხელი მოსტეხა, მერე ბოდიში მოუხადა

AutoSharing Option
ვიდეო
არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა ინგლისის ჩემპიონატის 29-ე ტურის შეხვედრის, "ვულვერჰემპტონი-"მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩისწინა მოთელვისას.

ერთ-ერთ ეპიზოდში სტუმრების ფორვარდმა უეინ რუნიმ ბურთი კარს ააცილა და მანჩესტერელთა 9 წლის გულშემატკივარს ხელში გაარტყა.

შეხვედრის დიდი ნაწილი ახალგაზრდა ფანმა გამოტოვა, რადგან მოტეხილობის გამო დახმარებას უწევდნენ.

რუნიმ ამის შესახებ რომ შეიტყო, ფანს ბოდიშის წერილი მისწერა და ავტოგრაფით დამშვენებული საკუთარი მაისური გაუგზავნა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული